ზაალ ანჯაფარიძე: პენსიონერთა თუნდაც მცირე პროცენტს რომ დააჯეროს 2%-იანმა „ლელომ“ უკვე არაერთხელ მხილებული ბლეფი 1000-ლარიან პენსიაზე, მისთვის ესეც მიღწევაა, თუმცა, ბლეფსაც ისე უნდა მიწოდება, რომ დამაჯერებლად ჟღერდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 15 თებერვალი 2024, 11:28
რატომ ამოირჩიეს სამიზნე ჯგუფად ჯერ „ნაცმოძრაობამ“ შემდეგ კი მისმა სატელიტმა „ლელომ“ სწორედ პენსიონერები და ჯერ ერთმა შემდეგ კი მეორემ დაიწყეს პენსიების მომატების თემით სპეკულირება წინასაარჩევნოდ?. 
გათვლა მარტივია. ოფიციალური სტატისტიკით 2021 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, ასაკით პენსიონერთა რაოდენობა 793,000-დან 838,100 მდე გაიზარდა,  - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე "ლელოს" წევრების განსხვავებულ დაპირებებს პენსიების ზრდასთან დაკავშირებით.

ანჯაფარიძის თქმით, "ლელომ", როგორც "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტმა პარტიამ, პენსიონერები აირჩია მთავარ სამიზნედ. მისი განმარტებით, 2%-იანი "ლელოსთვის" ისიც მიღწევა იქნება, არსებულ და მომავალ პენსიონერთა მცირე რაოდენობას რომ დააჯეროს პენსიების ზრდის შესახებ დაპირება. 

"რატომ ამოირჩიეს სამიზნე ჯგუფად ჯერ „ნაცმოძრაობამ“ შემდეგ კი მისმა სატელიტმა „ლელომ“ სწორედ პენსიონერები და ჯერ ერთმა შემდეგ კი მეორემ დაიწყეს პენსიების მომატების თემით სპეკულირება წინასაარჩევნოდ? 
გათვლა მარტივია. ოფიციალური სტატისტიკით 2021 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, ასაკით პენსიონერთა რაოდენობა 793,000-დან 838,100 მდე გაიზარდა.  თუ ამას დავუმატებთ იმ მოქალაქეებს, ვინც 1-2-3 წელიწადში ასაკით პენსიონერი გახდება, ვნახავთ თუ რამხელა ელექტორალური სანადირო ველი იშლება ამ ორი პარტიისათვის, რომლებსაც ამ მხრივ კრიზისი აქვთ.
არსებულ და მომავალ პენსიონერთა თუნდაც მცირე პროცენტს რომ დააჯეროს 2%-იანმა „ლელომ“ თავის უკვე არაერთხელ მხილებული ბლეფი 1000-ლარიან პენსიაზე, მისთვის ესეც მიღწევაა. თუმცა, ბლეფსაც ისე უნდა მიწოდება, რომ დამაჯერებლად ჟღერდეს. აი სწორედ ხალხთან კომუნიკაციის ამბავში ჩაიჭრნენ ხაზარაძე და მისი პაჟები, თან უკვე მერამდენედ!!!" - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი