ვასილ მაღლაფერიძე: „საქართველოში, ჯერ კიდევ გუშინწინ ვინმეს რომ წამოსცდენოდა, ამერიკაში „მამის“ და „დედის“ თქმას უშლიანო, საბრალოს სასაცილოდ აგდებას არ აკმარებდნენ - იმდენად გაღმა ნაპირზე გასულად გამოიყურება ეს ამბავი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 თებერვალი 2024, 11:09

მზე დედაა ჩემი, მთვარე - მამაჩემი… აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა დოკუმენტი, რომლითაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თანამშრომლებს ურჩევს, შეძლებისდაგვარად მოერიდონ ისეთ ტერმინებს, როგორებიც არის „მამა“, „დედა“, „ქალიშვილი“, „ვაჟი“, „ცოლი“, „ქმარი“, „ქალბატონებო და ბატონებო“ და მათ ნაცვლად გამოიყენონ ტერმინები „მშობელი“, „პარტნიორი“, „შვილი“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოში, ჯერ კიდევ გუშინწინ ვინმეს რომ წამოსცდენოდა, ამერიკაში „მამის“ და „დედის“ თქმას უშლიანო, საბრალოს სასაცილოდ აგდებას არ აკმარებდნენ – იმდენად გაღმა ნაპირზე გასულად გამოიყურება ეს ამბავი.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, საქართველოში რომელიმე უწყების ხელმძღვანელს რომ გამოეცხადებინა თანამშრომლებისთვის, დღეიდან „მამა“, „დედა“, „ქალიშვილი“, „ვაჟი“, „ცოლი“ და „ქმარი“ აღარ თქვათო!

ეს გახლავთ მსოფლმხედველობრივი აცდენის მკაფიო მაგალითი, როდესაც ადამიანები სამყაროს სხვადასხვაგვარად აღვიქვამთ და ამ საკითხში ერთმანეთს ვერც ვერასდროს გავუგებთ.

ეს განცხადება ქართველებისთვის ეგზოტიკური შინაარსის ხუმრობად დარჩებოდა, მაგრამ გამოცდილება გვეუბნება, რომ აქ სახუმარო არაფერია.

მართალია, ეს დოკუმენტი ამერიკაში გაავრცელეს და საქართველოსთვის ჯერ არ დაუძალებიათ მისი მისი კოპირება, მაგრამ ეს მსოფლმხედველობრივი დოკუმენტია, რომლის მიზანიც ადამიანების ერთ ყალიბში მოქცევა და გაერთიანებაა. როგორც ეს ზოგადად ხდება ხოლმე, დედის და მამის უარყოფის თემა ხვალ და ზეგ ევროპაში გადმოინაცვლებს და სულ მალე საქართველოშიც მოგვიკაკუნებს კარებზე – ერთი მხრივ, დაიწყება ტვინების გამორეცხვის დაფინანსებული კამპანიები, რომ „დედა“ და „მამა“ ცუდი სიტყვებია, იმ „ჩამორჩენილების“ ბულინგი, ვინც „დედას“ და „მამას“ მაინც ამბობს, რასაც მოჰყვება მუქარანარევი პროპაგანდა – „თუ დედას და მამას ლექსიკონიდან არ ამოიღებთ, იქ არ მიგიღებთ, ამას არ მოგცემთ და ასე შემდეგ…“

თუმცა, ლექსიკონიდან დედის და მამის ამოღებას ბუნება დაუსჯელად არ ტოვებს, ეს იწვევს საკუთარ მეობაზე და იდენტობაზე უარის თქმას, ადამიანის ფსიქიკის ჩამოშლას და მის მანქურთად ქცევას. სულ რამდენიმე წლის წინ ჩვენთან ბევრს საუბრობდნენ ახალი ადამიანის შექმნაზე, რაც ასევე ექსპორტირებული იდეა იყო და, სინამდვილეში, ნიშნავდა უსამშობლო, უწარსულო ადამიან-რობოტს, რომელიც დაუფიქრებლად შეასრულებდა ნებისმიერ ბრძანებას. ასეთ ახალ ადამიანს ადიდებდნენ მედროვე პოეტები: “მე გადავწყვიტე მთლიანი გულით, ახალი ქვეყნის დავრჩე ერთგული! მე მამას მოვკლავ, დავახრჩობ დედას, რევოლუცია თუ მეტყვის ამას!“

საქართველო პატარა ქვეყანაა, ამიტომ ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გამოვიმუშავეთ და შეგვიძლია, ისე გავატაროთ ხოლმე „უფროსი ძმების“ უხერხული გამონათქვამები და ქმედებები, რომ ვითომც არ გაგვიგია, მაგრამ არის წითელი ხაზები, რომელთა არდანახვაც შეუძლებელია.

ამერიკა დიდი და ძლევამოსილი სახელმწიფოა, მას შეუძლია, საკუთარ თავს დედის და მამის უარყოფის ექსპერიმენტის ჩატარების უფლებაც კი მისცეს, მაგრამ მსგავსი რამ ჩვენს ქვეყანას უფრო მალე გაანადგურებს და წაშლის მსოფლიო რუკიდან, ვიდრე ნებისმიერი მასობრივი განადგურების იარაღი (ეს ამბავი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ განათლების სისტემა, უშუალოდ ახალგაზრდების განათლების გარდა, პასუხისმგებელია ქვეყნის უსაფრთხოებაზეც).

ჩვენი ტრაგიკული წარსულიდან გამომდინარე, გამუდმებით ვეძებთ უსაფრთხო სამხედრო და ეკონომიკურ ნავსაყუდელს, რომ თავი შევაფაროთ, მაგრამ უსაფრთხოების ძებნაში თუ უარი ვთქვით ყველა იმ ღირებულებაზე, რასაც ჩვენი ეროვნული იდენტობა ეფუძნება, ლექსიკონიდან ამოვიღეთ დედა, მამა, პაპა, ბებია, დიდედა, და, ძმა და დედამიწაც კი, ასეთ ადამიანობადაკარგულები რომელ ნავსაყუდელში დავჭირდებით ან ჩვენ რამდენად მოგვწონს ასეთი მომავალი?!

P.S. ეს ლექსი, წესით, ყველა პატარა ბავშვმა რომ უნდა იცოდეს, მხოლოდ მახსოვრობას კი არ ავარჯიშებს, სამყაროს შემეცნების მოდელიცაა და აშავებს ვითომ რამეს?!

„მზე დედაა ჩემი,

მთვარე – მამაჩემი,

მოციმციმე ვარსკვლავები

და და ძმაა ჩემი“, - წერს ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი