ლევან ნიკოლეიშვილი: ლგბტ-პროპაგანდამ იმდენად მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ როგორც ფრანგული გამოცემა Le Figaro წერს Gen Z-ის ყოველი მე-5 წარმომადგენელი თავს LGBT წარმომადგენლად თვლის, მალე ეს რიცხვი ალბათ კიდევ გაიზრდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 თებერვალი 2024, 14:38

ლგბტ თემის პროპაგანდამ იმდენად მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ ვხედავთ, რომ დღითი დღე პოპულარობის გარდა, თურმე როგორც ფრანგული გამოცემა Le Figaro წერს Gen Z-ის ყოველი მე-5-ე წარმომადგენელი თავს LGBT წარმომადგენლად თვლის, მალე ეს რიცხვი ალბათ კიდევ გაიზრდება, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, დღევანდელ ფილმებში „ერთი-ორი გეი თუ ლესბოსელი რომ არ გაურიონ“ თითქოს სხვანაირად არ შეიძლება. ექსპერტის თქმით, ცალკე თემაა, ეს სპეციალურად კეთდება თუ მეტი ინტრიგისათვის.

„1998 წელს სტივენ სპილბერგმა გადაიღო შესანიშნავი ფილმი „რიგითი რაიანის გადასარჩენად (Saving Private Ryan).“ ფილმი მეორე მსოფლიო ომის მოვლენებს ეხება: დედას, ამერიკელ დედას და არა დანომრილ მშობელს ფრონტზე სამი ვაჟი დაეღუპება, მეოთხე კი საომარ მოქმედებებში ჩართული. ამერიკული სახმელეთო ჯარების სარდლობა კი გადაწყვეტს, ერთადერთი შვილი ცოცხალი დაუბრუნოს მას, ამისათვის კი ერთ-ერთი ქვედანაყოფი მიიღებს დავალებას და.... მთელ ფილმს ამ ერთ პოსტში ვერ მოვყვები, ეს ფილმი უბრალოდ უნდა ნახოთ. მით უმეტეს, როცა ამერიკელი ვარსკვლავი მსახიობების ისეთი კოჰორტა თავმოყრილი, როგორებიცაა ტომას ჯეფრი ჰენქსი, მეთ დეიმონი, ედუარდ ბარნსი, ტომ საიზმორი, ვინ დიზელი, ბარი პაპერიჯიოვანი რიბსი. ეს ფილმი ვაჟკაცობის, კაცობის, მეგობრობის, ძმური ურთიერთობის, დედის მიმართ დამოკიდებულების, მიტევების, ჰუმანურობისა თუ მრავალი კეთილშობილური საკითხებზე აგებული. სამწუხაროდ დღევანდელ ფილმებში ერთი ორი გეი თუ ლესბოსელი რომ არ გაურიონ თითქოს სხვანაირად არ შეიძლება, ეს სპეციალურად კეთდება თუ მეტი ინტრიგისათვის ეს ცალკე თემაა, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ სპილბერგს ამ შედევრის შესაქმნელად არც ერთი „ლგბტ“ თემის წარმომადგენელი არ დასჭირვებია, ისე დახვეტა რამდენიმე ოსკარი. დღეს კი რას ვხედავთ ლგბტ თემის პროპაგანდამ იმდენად მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ ვხედავთ, რომ დღითი დღე პოპულარობის გარდა, თურმე როგორც ფრანგული გამოცემა Le Figaro წერს Gen Z--ის ყოველი მე-5-ე წარმომადგენელი თავს LGBT წარმომადგენლად თვლის, მალე ეს რიცხვი ალბათ კიდევ გაიზრდება, საერთოდ ვინმე წავა რიგითი რაინის გადასარჩენად, იმისათვის რომ დედას ცოცხალი მიუყვანონ ცოტა ეჭვი მეპარება. P.S ამერიკაში სწავლისას სხვადასხვა დონის სტუმარ-სპიკერები გვიტარებდნენ ლექციებს, იმ პერიოდში LGBT თემის საკითხი უკვე აქტუალობას იძენდა: კითხვაზე უნდა იმსახურონ თუ არა ჯარში LGBT თემის წარმომადგენლებმა? ბრიტანელმა სამ ვარსკვლავიანმა გენერალმა (გენერალ-ლეიტენანტმა) ასეთ რამ გვითხრა: მთელი ცხოვრება ჩემს ჯარისკაცებს ვასწავლიდი, რომ მოწინააღმდეგე წინ არის და ყურადღებით იყვნენო, ამ შემთხვევაში კი რა უნდა უთხრათ რომ უკნიდანაც ელის გარკვეული საფრთხე, მგონი ადვილი არ იქნება, ამიტომ თქვენ თვითონ გადაწყვიტეთო!" - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი