გია აბაშიძე ბალდის კანიონის პროექტის მოწინააღმდეგეებზე: უცნობია, საიდან ფინანსდებიან ეს პროვოკატორები - ქვეყნის განვითარების ხელის შემშლელები არ უნდა გვკარნახობდნენ თავიანთ აუტსაიდერულ დღის წესრიგს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 28 თებერვალი 2024, 10:27

უკვე მერამდენედ, ადგილი აქვს ე.წ. ეკოაქტივისტთა დესტრუქციულ პარპაშს, საქართველოს კურორტებისა და ზოგადად ეკონომიკის განვითარების შეფერხების სამარცხვინო მცდელობას, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებას იმის შესახებ, რომ ბალდის კანიონის ტერიტორიაზე, ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასების მიზნით მისული ექსპერტთა ჯგუფი, პროტესტის მონაწილეებმა ადგილზე არ შეუშვეს.

აბაშიძის თქმით, დღემდე უცნობია, საიდან ფინანსდებიან ეს პროვოკატორები და კრებსითი ვარლამ გოლეთიანების თვითნებობა უნდა აღიკვეთოს.

მისივე თქმით, ქვეყნის შემდგომი განვითარების, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის ხელის შემშლელები არ უნდა გვკარნახობდნენ თავიანთ აუტსაიდერულ დღის წესრიგს.

„უკვე მერამდენედ, ადგილი აქვს ე.წ. ეკოაქტივისტთა დესტრუქციულ პარპაშს, საქართველოს კურორტებისა და ზოგადად ეკონომიკის განვითარების შეფერხების სამარცხვინო მცდელობას. ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასების მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის წევრები, პროტესტის ჯგუფის აქტივისტებმა ადგილზე არ შეუშვეს, შესაბამისად, კომისიის წევრებს, შესაბამის ექსპერტებსა და საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მიეცათ შესაძლებლობა ადგილზე გასცნობოდნენ არსებულ ვითარებას და შეეფასებინათ პროექტის გარემოზე ზემოქმედება. არადა ექსპერტების მიწვევა თავად საპროტესტო ჯგუფის მიერ იყო მოთხოვნილი.
წინა ორი შემთხვევის მსგავსად, დღესაც, პროტესტის მონაწილეთა მხრიდან, ადგილი ჰქონდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლების მიმართ პროვოკაციულ ქმედებას. უნდობლობას უცხადებდნენ ადგილზე მყოფ დარგის სპეციალისტებს და არ მისცეს საშუალება განეხორციელებინათ ტერიტორიის შესწავლა-შეფასება.
დაცული ტერიტორიების სააგენტო მიუღებლად მიიჩნევს აღნიშნულ რადიკალურ ქმედებებს და პროტესტის გამოხატვის მსგავს ფორმას, რაც ხელს უშლის კონსტრუქციულ დიალოგს და შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის წარმოებას.
სპეციალისტებმა თავიდან აიცილეს ვითარების გამწვავება და ტერიტორიაზე არ შევიდნენ. მიუხედავად ამისა, პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, სააგენტო შეასრულებს აღებულ ვალდებულებას და ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასებას განახორციელებს.
ცნობისთვის, ბალდის კანიონის განვითარების პროექტის მიზანია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, დამატებითი მიზიდულობის ცენტრის შექმნა სამეგრელოს რეგიონში. ამ უნიკალურ ადგილს, რომლის უდიდესი ნაწილი ვიზიტორისათვის მიუწვდომელია, მთელი ქვეყანა და მსოფლიო გაიცნობს.
ამასთანავე, ეს პროექტი მარტვილის კანიონის მსგავსად, ადგილობრივების ცხოვრებაზე იქონიებს მნიშვნელოვან დადებით გავლენას.
კრებსითი ვარლამ გოლეთიანების, ამ მარგინალთა თვითნებობა უნდა აღიკვეთოს. დღემდე უცნობია თუ საიდან ფინანსდებიან ეს პროვოკატორები. ჩვენი ქვეყნის შემ დგომი განვითარების, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის ხელის შემშლელები არ უნდა გვკარნახობდნენ თავიანთ აუტსაიდერულ დღის წესრიგს!“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი