ზაალ ანჯაფარიძე: ვეტოს აბსურდულობა თუნდაც იმაშია, რომ "პრეზიდენტს" ნორმალურად მიაჩნია, გარკვეულ სიტუაციაში ცესკოს ხელმძღვანელობდეს პოლიტიკური პარტიის წევრი, თავის პოლიტიკური ანგაჟირებითა და ინტერესებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 18 მარტი 2024, 13:17
დაფრთხა, შეშინდა ოპოზიცია, როდესაც ტანში და გონში იგრძნო სუსხი.. ასე დავახასიათებდი მათ რეაქციებს ოპოზიციის მოკავშირედ ქცეულ "პრეზიდენტის" სრულიად აბსურდული ვეტოს დაძლევაზე, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე  საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს შესახებ სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ვეტოს აბსურდულობა თუნდაც იმაში მდგომარეობს, რომ პრეზიდენტს დასაშვებად მიაჩნია რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი ცესკოს ხელმძღვანელობდეს. 

"დაფრთხა, შეშინდა ოპოზიცია, როდესაც ტანში და გონში იგრძნო სუსხი.. ასე დავახასიათებდი მათ რეაქციებს ოპოზიციის მოკავშირედ ქცეულ "პრეზიდენტის" სრულიად აბსურდული ვეტოს დაძლევაზე. 
ვეტოს აბსურდულობა თუნდაც იმაშია, რომ "პრეზიდენტს" ნორმალურად და დასაშვებად მიაჩნია, თუ გარკვეულ სიტუაციაში ცესკოს ხელმძღვანელობდეს პოლიტიკური პარტიის (არა აქვს მნიშვნელობა რომელი) წევრი, თავის პოლიტიკური ანგაჟირებითა და ინტერესებით. 
 ყველამ ნახა და მოისმინა, რომ სწორედ ამისკენ მიჰყავდა პროცესები რადიკალურ ოპოზიციას." - წერს ანჯაფარიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
არქივი