ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ბურჯანაძეზე: საელჩოში მომუშავე კლერკს პოლიტიკური ხასიათის განცხადების გაკეთება წესით აკრძალული უნდა ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ მას ეს განცხადება დაავალეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 20 მარტი 2024, 00:13

ეს უკვე ძალიან სასაცილოა, სატირალი, რომ არ იყოს! აშშ-ს საელჩოს თითქოსდა ვიღაც თანამშრომელი, რომელსაც არავითარ დიპლომატიური რანგი არ გააჩნია და ჩვეულებრივი დაქირავებულია, რაღაც პოლიტიკური ხასიათის განცხადებას აკეთებს, განცხადებასაც გააჩნია „მოსამართლეების კეთილსინდისიერების გადამოწმებას ითხოვს!“ - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, გიორგი ბურჯანაძემ სახალხო დამცველის მოადგილედ მუშაობისას საზოგადოებას თავი უცხოელების წინაშე ცალ ფეხზე ხტუნვის მონური სურვილით დაამახსოვრა.

„ეს უკვე ძალიან სასაცილოა, სატირალი, რომ არ იყოს! აშშ-ს საელჩოს თითქოსდა ვიღაც თანამშრომელი, რომელსაც არავითარი დიპლომატიური რანგი არ გააჩნია და ჩვეულებრივი დაქირავებულია, რაღაც პოლიტიკური ხასიათის განცხადებას აკეთებს, განცხადებასაც გააჩნია „მოსამართლეების კეთილსინდისიერების გადამოწმებას ითხოვს!“

ერთი შეხედვით, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება თვისი(!) აზრი გამოთქვას, მეორე მხრივ კი აქ ცოტა არ იყოს და სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე: გიორგი ბურჯანაძე სახალხო დამცველის, უფრო სწორედ სააკაშვილის დამცველის ნინო ლომჯარიას ყოფილ მოადგილე გახლავთ, რომელმაც თავი უცხოელების წინაშე ცალ ფეხზე ხტუნვის მონური სურვილით დაგვამახსოვრა! როგორც ჩანს გიორგი ბურჯანაძეს, დამსახურება (იმედია ვინმე არ იკითხავს რა დამსახურება აქვსო!) დაუფასეს და აშშ-ს საელჩოში გამოუნახეს თბილი ადგილი, შესაბამისად მაღალი ანაზღაურებით, ოღონდ კლერკად. ცხადია დიპლომატიურ თანამდებობაზე მას არავინ დაასაქმებდა, მიუხედავად მონური სულისკვეთებისა ის არ გახლავთ ამერიკის მოქალაქე, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით (მომავალში ალბათ ფიქრობს ამაზე-რაღაცას მოიფიქრებს ან პოლიტიკურ დევნას ან სულაც ლგბტ თემის მხარდაჭერის გამო შევიწროებას, მოკლედ რამეს მოიფიქრებს). საელჩოში მომუშავე კლერკს პოლიტიკური ხასიათის განცხადების გაკეთება წესით აკრძალული უნდა ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ მას ეს განცხადება დაავალეს და შემდგომშიც გარკვეული სახის მხარდაჭერასაც დაჰპირდნენ.

შეჯამებისთვის კი აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ასეთ ცალ ფეხზე მოხტუნავეს გამბედაობას დაუსჯელების აღქმა აძლევს, თორემ რეალურად არც ისე ბრიყვია.

სამწუხაროდ, არ დასჯილან და პასუხი არავის მოუთხოვია, საქართველოში არეულობის მოწყობის და მცდელობის ორგანიზატორებისათვის, კრიმინალ სააკაშვილზე მომაკვდავისა თუ ნაწამების დიაგნოზის დამწერებისთვის (მეტი თაღლითობა რა არის ნეტავ?), ტექნიკური მთავრობის მომთხოვნი ჟურნალისტებისა თუ არასამთავროებისათვის, ანტისახელისუფლებო აქციებზე სტუდენტების ორგანიზებულად გამომყვანი რექტორებისთვის, სახელმწიფო უწყებებში და სამინისტროებში ჯერ კიდევ კარგადა მოკალათებულ ნაც-რადიკალებისა თუ მათი გულმხურვალე მხარდამჭერებისათვის.

გამოსავალი მარტივია, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს სუვერენიტეტის, მშვიდობის მოწინააღმდეგეების, ომის პროპაგანდისტების, ისტორიის, კულტურის, ტრადიციული რელიგიების მოძულეებისა, ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების მოწინააღმდეგეებისა და სხვა სახის მავნებლებისგან ქართული პოლიტიკის, საჯარო სამსახურებისა და უმაღლესი სასწავლებლების გაწმენდა, ცხადია კანონის ფარგლებში! კოლექტიურმა ბურჯანაძეებმა ცალ ფეხზე შეიძლება მაინც იხტუნონ, ოღონდ ჩუმად, მაგრამ ვინმეს კეთილსინდისიერების გადამოწმების მოთხოვნას ნამდვილად ვეღარ გაბედავენ!” - წერს ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი