დავით ქართველიშვილი უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობიდან დანილოვის გათავისუფლებაზე: კულუარული ინფორმაციით, თავისი რადიკალური განცხადებებით დანილოვი ზიანს აყენებდა ქვეყნის ინტერესებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 26 მარტი 2024, 20:43
„ლუგანსკის ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ყოფილი წევრის, ალექსეი დანილოვის თანამდებობიდან დათხოვნას კიევის წინაშე ჩინური მხარე, სამშვიდობო პროცესებში ჩართვის თავის ერთ-ერთ პირობად, დიდი ხანია აყენებდა," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ამით ის უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობიდან გათავისუფლებას ეხმიანება. 

 როგორც ქართველიშვილი აცხადებს, ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ ალექსეი დანილოვმა უცენზურო და დამახინჯებულ კონტექსტში მოიხსენია ევროპაში ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ლი ჰუეი და განაცხადა, რომ მსგავსი გვარის ადამიანს არაფერი ესაქმება უკრაინის შიდა პრობლემების მოგვარების საქმეში. 

 „საქართველოს ომში გახვევის, ჩვენი ქვეყნის დანგრევის კიდევ ერთ მსურველს დაეწია მის მიერ ჩვენი მიმართულებით გაშვებული ბუმერანგი: ზელენსკის ბრძანებით, უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობიდან გათავისუფლდა ალექსეი დანილოვი და ზალუჟნის „დიპლომატიურ" გზას დაადგა - ელჩად ნორვეგიაში. მის ნაცვლად დაინიშნა საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსია. 

ლიტვინენკო, რომლის თანამდებობაც დაიკავა სამხედრო დაზვერვის (ГУР) ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ოლეგ ივაშენკომ. კულუარული ინფორმაციით, თავისი რადიკალური განცხადებებით დანილოვი ზიანს აყენებდა ქვეყნის ინტერესებს. ასე მაგალითად, მან უცენზურო და დამახინჯებულ კონტექსტში მოიხსენია ევროპაში ჩინეთის სპეციალური წარმომადგენლის, ლი ჰუეის გვარი და განაცხადა, რომ მსგავსი გვარის ადამიანს არაფერი ესაქმება უკრაინის შიდა პრობლემების მოგვარების საქმეში. 

 ლუგანსკის ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ყოფილი წევრის, ალექსეი დანილოვის (მეტსახელად "мячик") თანამდებობიდან დათხოვნას კიევის წინაშე ჩინური მხარე, სამშვიდობო პროცესებში ჩართვის თავის ერთ-ერთ პირობად, დიდი ხანია აყენებდა. გარდა ამისა, გამომცემლობა Politico იუწყება, რომ ჩინეთი და შვეიცარია მივიდნენ შეთანხმებამდე ქ. ბერნში ჩატარდეს სამშვიდობო სამიტი. აღნიშნული პროცესის დასაწყებად, ლი ჰუეიმ წამოაყენა ორი პრინციპული წინაპირობა: უნდა შეწყდეს უკრაინაში შეიარაღების მიწოდება და ზელენსკიმ უნდა გააუქმოს საკუთარი განკარგულება, რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვაზე უარის თაობაზე მანამ, სანამ მის სათავეში პუტინია. Politico-ს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ბერნის სამიტზე არ დაპატიჟებენ რუსეთს - ჩინეთი მათ ბოიკოტირებას მოახდენს," - წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი