ლევან ნიკოლეიშვილი: კარგია, რომ "გამჭვირვალობის კანონი" გვექნება, რადიკალების ნახევარი უფრო გაცოფდება და მეტ სიბრიყვეს შემოგვთავაზებს, მეორე ნახევარი კი დაჯდება და დეკლარაციას დაწერს, დაწერს კი არა ჩააწიკწიკებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 11 აპრილი 2024, 21:25
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც „გამჭვირვალობის კანონმა“ სრულიად ოპოზიცია, არასამთავრობოები და მათ მხარდამჭერები ჭკუიდან გადაიყვანა ისაა, რომ მათ იციან რომ ეს კანონი ნამდვილად დამტკიცდება, შედეგად კი ყველას მოუწევს დეკლარაციის შევსებაც და ხარჯების მიზნობრიობის ახსნაც, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში. 

ექსპერტის თქმით, მუქარა, რომ დასავლეთი "ქართულ ოცნებას" დასჯის სიცრუეა. მანვე აღნიშნა, რომ სწორედ ოპოზიცია დადიოდა ევროპელებთან და ეხვეწებოდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ.


„ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც „გამჭვირვალობის კანონმა“ სრულიად ოპოზიცია, არასამთავრობოები და მათ მხარდამჭერები ჭკუიდან გადაიყვანა, ისაა რომ მათ იციან რომ ეს კანონი ნამდვილად დამტკიცდება, შედეგად კი ყველას მოუწევს დეკლარაციის შევსებაც და ხარჯების მიზნობრიობის ახსნაც. რაც შეეხება, მათ მუქარას რომ დასავლეთი დაგვსჯის, უფრო სწორად "ქართულ ოცნებას" დასჯის კიდევ ერთი სიცრუეა, უფრო მეტიც დიდი ბლეფია. მაგალითად, სალომე სამადაშვილი და თინა ბოკუჩავა ამბობენ, რომ ამერიკელები "ოცნების პოლიტიკოსებს" სანქციებს დაუწესებენ, ეს პირიქით ოპოზიციას უნდა უხაროდეს, აქ კი მათ გააფთრებას და მგონი გულდაწყვეტასაც ვხედავთ, უცნაურია არა?! ასევე ამბობენ, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირში არ მიგვიღებენ, აქაც რა სწყინს ოპოზიციას გაუგებარია, სწორედ ოპოზიცია არ დადიოდა ევროპელებთან და არ ეხვეწებოდნენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ?! მოკლედ ბევრი, რომ არ გავაგრძელო, ცალკე ოპოზიციამ, ცალკე არასამთავრობოებმა, ცალკე მთავარმავნებელმა სალომე ზურაბიშვილმა ხომ გააგებინეს მთელ მსოფლიოს რა ცუდი, ანტიდასავლური და უფრო მეტიც პრო-რუსული ხელისუფლება ჰყავს საქართველოს, ახლა რაღას ნერვიულობენ?! აგერ არის არჩევნები და ხალხიც ხომ შესაბამის არჩევანს გააკეთებს და ხმას იმას და იმათ მისცემს ვინც მათ სურთ და მოსწონთ, მაგრამ ... მაგრამ აი, მაშინ რას იზამენ, თუ ხალხმა მავნებლებს, რადიკალებს, ცრუპენტელებს და დეზინფორმატორებს ისევ ეს ხელისუფლება არჩია, მაშინ ხალხსაც რუსებად და ანტიევროპულებად გამოაცხადებენ, თუ უფრო"სერიოზულ" სიბრიყვეს მოიგონებენ?! 
ძალიან კარგია, რომ გამჭვირვალობის კანონი გვექნება, დარწმუნებული ვარ რადიკალების ნახევარი უფრო გაცოფდება და მეტ სიბრიყვეს შემოგვთავაზებს, მეორე ნახევარი კი დაჯდება და დეკლარაციას დაწერს, დაწერს კი არა ჩააწიკწიკებს, ჩააწიკწიკებს აბა რას იზამს...“, - წერს ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი