თამთა მეგრელიშვილი ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე-შეწყალება პრეზიდენტისათვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილებაა, ეს გამონაკლისი კი სალომე ზურაბიშვილმა კრიმინალების შესაწყალებლად უკვე არაერთხელ გამოიყენა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 12 აპრილი 2024, 22:29
სალომე ზურაბიშვილი შეწყალების უფლებას ბოროტად იარაღივით იყენებს რომლის გასროლილ ტყვიებს ადრესატად ქართული სახელმწიფო და ქართული კანონი ჰყავს-წერს “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი სალომე ზურაბიშვილზე, რომელმაც 2023 წლის მარტის აქციების დროს, პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო. 

თამთა მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ შეწყალება  პრეზიდენტისათვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებაა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი კრიმინალების შესაწყალებლად იყენებს.

“შეწყალება  საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილებაა, რომელიც, როგორც წესი, გამონაკლისის სახით გამოიყენება.
ეს გამონაკლისი კი სალომე ზურაბიშვილმა სწორედ კრიმინალების შესაწყალებლად უკვე არაერთხელ გამოიყენა.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება ჰუმანიზმის პრინციპს ეფუძნება და ამით მართლდება თუმცა , აქ გასათვალისწინებელია ასევე სახელმწიფო ინტერესიც რომელიც სალომე ზურაბიშვილს ამ შემთხვევაშიც კვლავ ყურადღების მიღმა დარჩა.
მან  მორიგი კრიმინალი შეიწყალა და ვფიქრობ ამ შეწყალებისას ის მიზანშეწონილობის საზღვრებს გასცდა.
ყველა სამართალმცოდნემ
ვიცით, რომ შეწყალების უფლების გამოყენებისას მიზანშეწონილია გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი გარემოებები: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება, მისი ასაკი, სასჯელის მოხდის ვადა, მანამდე ნასამართლობა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის; ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი ან შეურიგდეს დაზარალებულს; მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის გაცნობიერება და მონანიება და სხვა.
ამ პირობების გათვალისწინებით ლოგიკურად ჩნდება კითხვები-

პირველი - შეწყალებისას პრეზიდენტის მიერ იყო თუ არა გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი?!

მეორე-შეწყალებისას პრეზიდენტის მიერ იყო თუ არა გათვალისწინებული დამნაშავის ქმედებით დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი?!

მესამე-შეწყალებისას პრეზიდენტის მიერ იყო თუ არა გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ პირის მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი ან შეურიგდეს დაზარალებულს?!

მეოთხე- შეწყალებისას პრეზიდენტის მიერ იყო თუ არა გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის გაცნობიერება და მონანიება?! 

ამ კითხვებზე პასუხი არც მე და ალბათ არც საზოგადოების დიდ ნაწილს არ აქვს.
გვაქვს მხოლოდ ფაქტები რომელიც ცხადყოფს, რომ სალომე ზურაბიშვილი შეწყალების უფლებას ბოროტად იარაღივით იყენებს რომლის გასროლილ ტყვიებს ადრესატად ქართული სახელმწიფო და ქართული კანონი ჰყავს," - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი