გია აბაშიძე-ერთი-ორმა მარგინალმა სცადა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლა და მისთვის შეურაცხყოფის მიყენება. თუ დასაცავი უმაღლესი თანამდებობის პირის მიმართ აქვს ადგილი უკანონო აქტივობას, იქ დაცვის რეაქცია იქნება კანონიერად ხისტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 20 აპრილი 2024, 15:26
“დღესაც, ერთი-ორმა მარგინალმა სცადა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლა თსუ-ში და მისთვის შეურაცხყოფის მიყენება.”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, რამდენჯერაც ეცდებიან პროვოკაციის მოწყობას "ნაციდეოლოგიით" მოწამლული ცალკეული სტუდენტები, იმდენჯერ გაეცემათ საკადრისი პასუხი. “რამდენჯერაც ეცდებიან პროვოკაციის მოწყობას "ნაციდეოლოგიით" მოწამლული ცალკეული სტუდენტები, იმდენჯერ გაეცემათ საკადრისი პასუხი. დღესაც, ერთი-ორმა მარგინალმა სცადა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლა თსუ-ში და მისთვის შეურაცხყოფის მიყენება. თუ დასაცავი უმაღლესი თანამდებობის პირის მიმართ აქვს ადგილი უკანონო აქტივობას, იქ დაცვის რეაქცია იქნება კანონიერად ხისტი. თუმცა, როგორც ჩანს, აქაურ შარახვეტია აქტივისტებს ჯერ არ გაუგიათ ელექტროშოკის "გემო", რომელიც ხშირად გამოიყენება დასავლეთის სამართალდამცავი და უსაფრთხოების სტრუქტურების მხრიდან. და თუ ლექტორ ირაკლი კობახიძის დასაცავად ხმას ამოიღებენ მისი სტუდენტები, ეს არაა პარტიული აქტივისტობა, ესაა დაგეგემილი ლექციის ჩატარების უზრუნველყოფა და ჭკუათხელი "ნაცპარაზიტების" განდევნა.”- წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი