თამთა მეგრელიშვილი: ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, კანდიდატის სტატუსი ვინ მოუტანა ქართულ სახელმწიფოს და თითოეულ ახალგაზრდას? - „ქართულმა ოცნებამ“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 20 აპრილი 2024, 17:27

ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, კანდიდატის სტატუსი და სხვა ხელშესახები შედეგები ვინ მოუტანა ქართულ სახელმწიფოს და თითოეულ ახალგაზრდას? რა თქმა უნდა „ქართულმა ოცნებამ“ და ამ ძალის კბილებით შენარჩუნებულმა მშვიდობამ მოიტანა ისიც, რომ ქართული სახელმწიფო უკრაინაზაციას ასცდა - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი სტილისაგან განსხვავებით, დღეს ქართულ სახელმწიფოში არის დემოკრატია, ყველა მოქალაქეს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, გამოხატოს საკუთარი აზრი და პროტესტი და თუ ის არ გასცდება კანონით დადგენილ ნორმებს, მას ამაში არავინ ხელს არ უშლის.

მისივე თქმით, ახალგაზრდებს ჰგონიათ სიმართლეს იცავენ, სინამდვილეში კი ყველაზე რუსული ხელწერის მქონე ძალების გვერდით დგანან. სიმართლე კი ერთია - თუ ევროპული ინტეგრაციის გზაზე რომელიმე მმართველმა პარტიამ მოიტანა მართლაც ხელშესახები პროგრესი და შედეგი, ეს არის „ქართული ოცნება“, სწორედ ამ ახალგაზრდების ინტერესებზე მორგებული ქართული ძალა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი სტილისაგან განსხვავებით, დღეს ქართულ სახელმწიფოში არის დემოკრატია, ყველა მოქალაქეს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, გამოხატოს საკუთარი აზრი და პროტესტი (ამ შემთხვევაში გამჭვირვალობის კანონის პროექტის ირგვლივ) და თუ ის არ გასცდება კანონით დადგენილ ნორმებს მას ამაში არავინ ხელს არ უშლის.

ამ უფლებების თავისუფლებას და ხელშესახებ განსხვავებას "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის კარგად ხედავენ "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ დავალებული, მათი მმართველობის დროს საკუთარ უპირატესობას ჩვეული "ელიტის" წარმომადგენლები, მაგრამ ისინი მათზე კომპრომატების არსებობისა და სხვადასხვა მიზეზთა გამო "ნაციონალური მოძრაობის" ერთ დაძახილზე გამოდიან გარეთ და მზად არიან ფსევდო ევროპულობის სახელით ფეხქვეშ გაეგონ მათ.

ახალგაზრდების დიდი ნაწილიც სამწუხაროდ პოლიტიკური დირექტივით გადამზადდა - მათ არ ახსოვთ "ნაციონალური მოძრაობის" სისხლიანი რეჟიმი და უაპელაციოდ იღებენ მათთვის „კანვასისა“ თუ სხვა ტრენინგებზე მათთვის მიწოდებულ, საგანგებოდ მათზე გათვლილ პოლიტიკურ გზავნილებს, მზად არიან დაარღვიონ წესრიგი და მოლოტოვის კოქტეილი ესროლონ საკანონმდებლო ორგანოს და თითოეულ სამართალდამცავს.

მათ ჰგონიათ, რომ იცავენ სიმართლეს, სინამდვილეში კი ისინი ყველაზე რუსული ხელწერის მქონე ძალების გვერდით დგანან. ამ ახალგაზრდებთან ჩვენ უნდა გამოვნახოთ საერთო ენა და სიმართლე უნდა ვუთხრათ მათ. სიმართლე კი ერთია თუ ვინმემ, რომელიმე მმართველმა პარტიამ მოიტანა მართლაც ხელშესახები პროგრესი და შედეგი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება“, სწორედ ამ ახალგაზრდების ინტერესებზე მორგებული ქართული ძალა.

ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, კანდიდატის სტატუსი და სხვა ხელშესახები შედეგები ვინ მოუტანა ქართულ სახელმწიფოს და თითოეულ ახალგაზრდას? რა თქმა უნდა „ქართულმა ოცნებამ“ და ამ ძალის კბილებით შენარჩუნებულმა მშვიდობამ მოიტანა ისიც რომ ქართული სახელმწიფო უკრაინიზაციას ასცდა.

მათთან საუბრის პროცესი დაწყებულია, მაგრამ აუცილებელია განგრძობადი იყოს საუბარი მათთან. ახალგაზრდობამ უნდა იგრძნოს "ქართული ოცნების" პოლიტიკის ძალა, უნდა იცოდეს საკუთარი ქვეყნის გამოწვევები, უნდა გამოუმუშავდეს მეტი პოლიტიკური კულტურა და პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის განვითარების პროცესში მისი როლის მიმართ და უნდა გრძნობდეს მშვიდობის ფასსაც.

უნდა გესმოდეთ, რომ სამართალდამცავისათვის მოლოტოვის კოქტეილის სროლა, საკუთარი სახელმწიფოს მიმართ ნასროლი იარაღია, სახელმწიფოს მიმართ რომლის ინტერესების დასაცავადაც თითქოს თქვენ გარეთ დგახართ. ახალგაზრდებო, ნუ მოიტყუებთ თავს, დადექით სიმართლის მხარეს, დადექით ქართული სახელმწიფოს გვერდით, თქვენ ხვალინდელი საქართველოსთვის საჭირო და აუცილებელი ძალა ხართ“ - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი