თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკული Wokism უტევს საქართველოს და ევროპას, აგრესიული ფსევდოლიბერალიზმით ცდილობენ ქვეყნების დამორჩილებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 24 აპრილი 2024, 14:00

დღეს Wokism სერიოზულად უტევს ევროპას. საფრანგეთში ყველა ნაციონალური პოლიტიკის მიმდევარმა იცის, თუ რა საფრთხეა ეს საკუთარი ქვეყნისთვის და ამის წინააღმდეგ იბრძვიან, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

როგორც ჩიბურდანიძე ვრცელ პოსტში აღნიშნავს, Wokism დაიბადა კლასიკური ლიბერალიზმის წარუმატებლობის შედეგად, როდესაც ლიბერალიზმმა ფსევდოლიბერალიზმის სახე მიიღო. განსაკუთრებული აგრესიულობა კი, როგორც „ხალხის ძალის“ წევრი მიიჩნევს, სწორედ LGBT უფლებების დაცვაში გამოვლინდა, რომელიც ახალი პოლიტიკის სამართავად გამოიყენება და თანაბრად ებრძვის როგორც საქართველოს, ისე ევროპას.

„ევროპაში და განსაკუთრებით, საფრანგეთში კარგად იციან, რა არის ამერიკული Wokism. მემარჯვენე იდეოლოგიის მიმდევრებმა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის მიწურულს დაინახეს მასში რეალური საფრთხე, ხოლო 2010 წლიდან უკვე ღიად დაუპირისპირდნენ ლიბერალიზმის ახალ აგრესიულ მიმართულებას, რომელიც მოიცავს იდენტობის პოლიტიკას, სოციალურ სამართლიანობას, LGBT უფლებებსა და გენდერულ თანასწორობას. ეს სიტყვა მომდინარეობს აფრო-ამერიკული ენობრივი ინგლისური ტერმინიდან - Woke, რაც ნიშნავს „გაფრთხილებას რასობრივი დისკრიმინაციის, სექსიზმის და LGBT უფლებების უარყოფის მიმართ”. Wokism დაიბადა კლასიკური ლიბერალიზმის წარუმატებლობის შედეგად, როდესაც ლიბერალიზმმა ფსევდოლიბერალიზმის სახე მიიღო.

განსაკუთრებული აგრესიულობა კი სწორედ LGBT უფლებების დაცვაში გამოვლინდა, რომელიც ახალი პოლიტიკის სამართავად გამოიყენება.

დღეს Wokism სერიოზულად უტევს ევროპას. საფრანგეთში ყველა ნაციონალური პოლიტიკის მიმდევარმა იცის, თუ რა საფრთხეა ეს საკუთარი ქვეყნისთვის და ამის წინააღმდეგ იბრძვიან. Wokism-ის წინააღმდეგ ბრძოლა არის სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცება ეროვნული პოლიტიკის გაძლიერებით. სწორედ ამ გზას ადგანან ევროპული სახელმწიფოები და ამას ცდილობს დღეს საქართველოც. „გამჭვირვალობის შესახებ კანონი” და LGBT პროპაგანდის აკრძალვა სწორედ ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაა.

ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, სწორედ ამერიკული Wokism-ია - აგრესიული LGBT იდენტობის პოლიტიკის გატარება სახელმწიფოს მორჩილების მიზნით. ამისთვის შეცვალეს ილიას სიტყვები, რადგან სარწმუნოება ხელს უშლის LGBT უფლებების აღიარებას. „ერთობა”-ში კი, თავისთავად მოიაზრება ყველა სახის თანასწორობა, მათ შორის, გენდერულიც. ამერიკული Wokism თანაბრად ებრძვის საქართველოს და ევროპას, თუმცა, უშედეგოდ. ერის წინააღმდეგ ბრძოლას ყოველთვის მოჰყვება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა სხვადასხვა სახით, ასეა დღესაც. მშვიდობის შენარჩუნებით, უმძიმეს და უძლიერეს ბრძოლას აწარმოებს ქართული საზოგადოება ხელისუფლებასთან ერთად ქვეყნის სრული დამოუკიდებლობისთვის,” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი