ბიზნესმენი ნოშიკო ნამორაძე: არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ფარული უცხოური დაფინანსების მავნე გავლენა სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტებზე, რომლების „გაუქმება ან გადადება“ ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის პროგრესს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 28 აპრილი 2024, 17:08
ვფიქრობ, რომ რა არჩევანიც არ უნდა გავაკეთოთ ქართველმა ხალხმა, გამჭვირვალობის გარეშე, ყველა წამოწყება განწირულია მარცხისთვის.
გამჭვირვალობა კი არ უნდა გვაშინებდეს, პირიქით როგორც ხელისშემწყობ ინსტრუმენტს, ასე უნდა აღვიქვამდეთ. , - წერს "ვიარ ჰოლდინგის" დამფუძნებელი, ბიზნესმენი ნოშიკო ნამორაძე სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება ქვეყანაში ბოკლო დროს განვითარებულ მოვლენებს.


ნამორაძის განცხადებით, 2012 წლიდან ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოს ბიზნესის სფეროში. მისივე თქმით, ევროპული არჩევანი ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ გააკეთა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი მონაპოვარიც ღირსეული პოლიტიკური ნაბიჯების შედეგია.


"პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული, გისურვებთ მშვიდობასა და მტკიცე ერთობას!
მე ნოშიკო ნამორაძე, კერძო სექტორის წარმომადგენელი, კერძოდ "ვრ ჰოლდინგის" დამფუძნებელი და უბრალოდ ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, არ შემიძლია, რომ არ გამოვეხმაურო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. 

2012 წლიდან ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან, პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოს ბიზნესს ლანდშაფტში. ჩვენ დავინახეთ მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებები ეკონომიკურ ნაწილში, შეიქმნა დამატებით მრავალი სამუშაო ადგილი და საერთო ჭრილში, რომ აღვნიშნოთ ყოველივე წინ გადადგმულმა ნაბიჯმა გამოიწვია სტაბილური და სწრაფად მზარდი ეკონომიკა, რაც დადებითად აისახება, როგორც ჩვენს მოქალაქეებზე, ასევე ჩვენს ქვეყანაზე.

დავიწყოთ იქიდან, რომ ევროპული ღირებულებები წარმოადგენს სიცოცხლისუნარიან გზას პირადად ჩემთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის. მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა თუ პარტიული გემოვნებისა, ჩვენ ქართველ ხალხს, დიდი ხნის წინ გვაქვს ევროპული არჩევანი გაკეთებული და სწორად მაგ გზაზე ვდგავართ დღესაც, რაც აისახა შემდგომში უკვე ასოცირების ხელშეკრულებაზე, ვიზალიბერალიზაციაზე, კანდიდატის სტატუსზე, თუ სხვა ევროპულ მონაპოვარზე, რომელიც ვფიქრობ, რომ შემთხვევით არ მოსულა ჩვენამდე და ეს ყველაფერი სწორი და ღირსეული პოლიტიკური ნაბიჯების შედეგია. ქართველების კოლექტიური მისწრაფება ევროპულ საზოგადოებაში ინტეგრაციაა და ამას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. ვფიქრობ და გულით მჯერა, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელებთ პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების საერთო მიზნისკენ. 

დამატებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც ემსახურება საკუთარი ქვეყნისა თუ მოქალაქეების ინტერესს და ჩვენ ყველა ერთად, უპირველეს ყოვლისა უნდა ვითვალისწინებდეთ ჩვენი ქვეყნის საჭიროებებს. სწორედ მთელი საქართველოს უძველესი თუ უახლესი ისტორია ამაზე იდგა და დგას, რომ საქართველო იყო, არის და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ ვცხოვრობთ ღირსეულ სახელმწიფოში, რომელიც ღირსეულად წარმართავს თავის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას დღესაც და მომავალშიც.

რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიებს, აუცილებელია გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის აღიარება, როგორც ფუნდამენტური საყრდენი, რომელიც ეხმიანება ევროპულ ღირებულებებს. ეს ეთოსი სცილდება ბიზნეს სექტორს და მოიცავს საზოგადოების ყველა ასპექტს. გამჭვირვალობა აუცილებელია ყველა სექტორში. ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ფარული უცხოური დაფინანსების მავნე გავლენა სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტებზე, რომლების “გაუქმება ან გადადება” ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის პროგრესს.
ვფიქრობ, რომ რა არჩევანიც არ უნდა გავაკეთოთ ქართველმა ხალხმა, გამჭვირვალობის გარეშე, ყველა წამოწყება განწირულია მარცხისთვის.
გამჭვირვალობა კი არ უნდა გვაშინებდეს, პირიქით როგორც ხელისშემწყობ ინსტრუმენტს, ასე უნდა აღვიქვამდეთ. გამჭვირვალობის კანონის მიღება ვერ იქნება ვერცერთი ჩვენი მეგობარი თუ არამეგობარი ქვეყნისთვის მოსაწონი და მისაღები, რადგან ამ კანონით ჩვენი ქვეყანა ატარებს და იმყარებს საკუთარ ინტერესს ცივილიზებულ სამყაროში, ამ კანონით ვიცავთ ჩვენს ქვეყანას და არავის აქვს უფლება რაიმე საფრთხე შეუქმნას საქართველოს მშვიდობასა და სტაბილურობას.

დასასრულს, ჩვენი კოლექტიური პასუხისმგებლობაა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და კეთილდღეობას. მე სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ საქართველოს მთავრობას და მჯერა, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ გადაუხვევს ევროპულ გზას და არ დააზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს. ამასთანავე დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის სიმტკიცესა და სიბრძნეში, ქართველები უდავოდ გააგრძელებენ ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და ევროპასთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისკენ ქვეყნის წაყვანას.

“ენა, მამული, სარწმუნოება”. 
საქართველო უპირველეს ყოვლისა!” - აღნიშნულია ნამორაძის განცხადებაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი