დიტო სამხარაძე-აქციის დასრულების შემდეგ, დარბაისელმა ბაბუამ მითხრა, მშვიდობა გვაქვს ქვეყანაში, როგორც ომში დაღუპული ჯარისკაცის მამა გეუბნები და ეს მშვიდობა ბატონი ბიძინას დამსახურებააო-ასეთი პატრიოტი ქართველების შესაკრებად მართლა ღირდა გუშინდელი დღე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 30 აპრილი 2024, 15:06
„გუშინ აქციის დასრულების შემდეგ, როდესაც ხალხში გავედი მადლობის სათქმელად, ერთმა უხუცესმა, დარბაისელმა იმერელმა ბაბუამ გამაჩერა! 80 წელს გადავაცილე ბაბუო, 6 ბიჭის მამა, 20 შვილიშვილის და 8 შვილთაშვილის პატრონი ვარო! არასდროს პოლიტიკური პარტიის აქციაზე არ ვყოფილვარ, დღეს აქ რომ არ ჩამოვსულიყავი, ჩემს კაცობას ვუღალატებდიო!“-წერს „ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი დიტო სამხარაძე გუშინდელ საყოველთაო-სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით.
როგორც დიტო სამხარაძე აღნიშნავს, გუშინდელი დღე, ასეთი პატრიოტი ქართველების შესაკრებად მართლა ღირდა. „გუშინ აქციის დასრულების შემდეგ, როდესაც ხალხში გავედი მადლობის სათქმელად, ერთმა უხუცესმა, დარბაისელმა იმერელმა ბაბუამ გამაჩერა! 80 წელს გადავაცილე ბაბუო, 6 ბიჭის მამა, 20 შვილიშვილის და 8 შვილთაშვილის პატრონი ვარო! არასდროს პოლიტიკური პარტიის აქციაზე არ ვყოფილვარ, დღეს აქ რომ არ ჩამოვსულიყავი, ჩემს კაცობას ვუღალატებდიო! ერისკაცი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი გყავთ ბაბუ გუნდის სათავეში, და ბოლომდე უერთგულეთ ღმერთთან და ერთან მართალი რომ იყოთო! პირადად კაცი არ მიცნობს და აბა ახლა ჩამოგითვლი ჩემი და ჩემი ოჯახისთვის რაც გააკეთაო!კომუნისტებმა ეკლესია დაგვინგრიეს სოფელში, ბატონმა ბიძინამ აღვიდგინა და ამ ეკლესიაში ჩემი 20-დან 12 შვილიშვილი და 8 შვილთაშვილი მოინათლაო! საქართველო-რუსეთის ომში უმცროსი შვილი დამეღუპა, ბატონმა ბიძინამ ყველა ხარჯი გაიღო და საფლავთან პატარა სალოცავიც აგვიშენა, დააფინანსაო! ჩემი ცოლი, ონკოპაციენტი იყო და ბატონი ბიძინას დახმარებით დღემდე ცოცხალიაო! მშვიდობა გვაქვს ბაბუ ქვეყანაში, როგორც ომში დაღუპული ჯარისკაცის მამა გეუბნები და ეს მშვიდობა ბატონი ბიძინას დამსახურებააო! დღეს შემოსავალი რაც მე და ჩემს შვილებს გვაქვს, აწარმოე საქართველოდან მიღებული დახმარებით გვაქვს ბაბუ და მთელ სოფელს ვეხმარებით და მეწარმეების დახმარება, გვერდში დგომა, დაფინანსება ბატონი ბიძინას დამსახურება არისო! 4000 ჰექტარი მიწა, 30 წელია ჩვენს მუნიციპალიტეტში კომუნისტების მმართველობის შემდეგ არ დახნულა, ბატონი ბიძინას დავალებით, ხვნა-თესვის პროგრამით დღეს მთელი სოფელი ხეირს იღებს, დაპურებულიაო! ხოდა ბაბუ მე და ჩემი ოჯახი დღეს სახლში უნდა დავრჩენილიყავით და აქ არ ვყოფილიყავითო? ახლა რაც ჩამოგითვალე, ესეც რომ არ გაეკეთებინა, და მარტო ცისფერების პროპაგანდას რომ კრძალავს და ეკლესიას იცავს მაგის გამო მოვიდოდითო!! გაოგნებული ვიყავი როდესაც ეს კაცი მელაპარაკებოდა, თან ისეთ მუხტს მაძლევდა რომ გუშინდელი დღე, ასეთი პატრიოტი ქართველების შესაკრებად მართლა ღირდა. იხარეთ, მამული, ენა, სარწმუნოება“- წერს დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
არქივი