ლევან ნიკოლეიშვილი The American Conservative სტატიაზე: არც ისეა საქმე, თითქოს მთელი დასავლეთი გმობს ქართულ კანონს, რამდენიმე ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსმა და პოლიტოლოგმა პირიქით, გააკრიტიკა დასავლეთი საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის გამო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 04 მაისი 2024, 12:42
არც ისეა საქმე, რომ თითქოსდა მთელი დასავლეთი გმობს ქართულ კანონს. რამდენიმე ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსმა და პოლიტოლოგმა პირიქით გააკრიტიკა, დასავლური პოლიტიკური ელიტა საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის გამო, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი The American Conservative-ი სტატიას იმის დესახებ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გონივრულია.

ექსპერტის განცხადებით, კარგია, რომ ამერიკელებს აქვთ საშუალება, სიმართლესაც გაეცნონ, შესაბამისად დასკვნები რეალობის გაცნობის შედეგად გამოიტანონ.
“არც ისეა საქმე, რომ თითქოსდა მთელი დასავლეთი გმობს ქართულ კანონს. რამდენიმე ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსმა და პოლიტოლოგმა პირიქით გააკრიტიკა, დასავლური პოლიტიკური ელიტა საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის გამო, ამჯერად, გამოცემა The American Conservative-ი წერს, რომ კანონი .„უცხოური გავლენის შესახებ“ გონივრულია! სტატიის ავტორი ჰელენ ენდრიუსი, პირდაპირ დაუფარავად ამბობს შემდეგს: „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ დაგმო კანონპროექტი, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი გეგმავს და რომელიც მოითხოვს არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომლებიც იღებენ თავიანთი დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს უცხოური წყაროებიდან, გაამხილონ ეს ფაქტი. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა თქვა, არც ისე ფარული მუქარით, რომ კანონი „ზეგავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირისა და ნატოს მისწრაფებებზე“. ავტორი იქვე შეკითხვასაც სვამს „რატომ ეწინააღმდეგება ასე ამერიკის შეერთებული შტატები გამჭვირვალობის კანონპროექტის?“ ჰელენ ენდრიუსი, საკმაოდ კარგად არის გარკვეული, რომ საქართველოში 25 000 არასამთავრობო ორგანიზაციიდან უმრავლესობას საერთოდ არ აქვს ადგილობრივი დაფინანსება, უფრო მეტიც მათი დაფინანსება მოდის მსოფლიო ბანკიდან, USAID-იდან ან ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდებიდან. ავტორი ხაზს უსვამს, არასამთავრობო ორგანიზაციები არ შემოიფარგლებიან ჰუმანიტარული საქმიანობით, თავისუფლად ეწევა პარტიულ საქმიანობას და ღიად ეწინააღმდეგება მმართველ პარტიას, ფაქტობრივად პოლიტიკურ ოპოზიციას წარმოადგენენ. მათგან განსხვავებით მმართველი პარტიის ლიდერებს სინამდვილეში მართლაც აწუხებს თავიანთი ერის სუვერენიტეტის შენარჩუნება, შესაბამისად მათი წუხილი არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც მოქმედებენ როგორც უცხოური გავლენის ინსტრუმენტები, არც ისე უსაფუძვლოა, არამედ სრულიად გასაგებია. ძნელია არ დაეთანხმეო, სტატიის ავტორს, როცა ის ამბობს კანონპროექტი ხელს არ შეუშლის უცხოური დაფინანსებით დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს სხვადასხვა საქმიანობის განხორციელებაში, კანონის მიხედვით მათ ექნებათ ერთგვარი ვალდებულება გაამჟღავნონ უცხოური დაფინანსება, რათა საშინაო პოლიტიკაში მათი საქმიანობა გამჭვირვალედ აისახოს. იმ დროს საგარეო ჩარევა არჩევნებსა და საშინაო პოლიტიკაში საკმაოდ სახიფათო თემა გახდა თვით ამერიკის პოლიტიკაში, "რთულია, ქართველებს შევედავოთ, თუ მსგავსი შეშფოთება აქვთ“, ამბობს ჰელენ ენდრიუსი. კარგია, რომ თავად ამერიკელებს აქვთ საშუალება ამჯერად სიმართლესაც გაეცნონ, შესაბამისად ეს იქნებ ერთგვარი საშუალება არა ბრმად და გაუაზრებლად გააკეთონ დასკვნები, არამედ რეალობის გაცნობის შედეგად.” წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
არქივი