ლევან ნიკოლეიშვილი პრემიერის და ჟურნალისტების შეხვედრაზე: ჟურნალისტის მანტია შემოხვეული 3 პროპაგანდისტი რადიკალი ცდილობდა იაფფასიანი კლოუნადის მოწყობას, რაც არ გამოუვიდათ, შერცხვენილებს ადრიანად მოუწიათ შეხვედრის დატოვება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 11 მაისი 2024, 10:33
“ოპოზიციურ სპექტრს აქვს თავისი პროპაგანდის მანქანა, რომლის ძირითადი საქმიანობა აგებულია ტყუილზე, დეზინფორმაციაზე, პანიკის დათესვასა და სიტუაციის დაძაბვა-გამწვავებაზე, ამ პროპაგანდის აპარატში არიან რადიკალები, რომლებიც ჟურნალისტების სახელით საქმიანობენ,” - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრემიერ-მინისტრის მიერ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში.
ექსპერტის განცხადებით, ჟურნალისტის მანტია შემოხვეული სამი პროპაგანდისტი რადიკალი ცდილობდა დებოშით ცდილობდა კლოუნადა მოეწყო, რაც არ გამოილუვიდათ. მისივე თქმით, პრემიერმა გადაცმული ჟურნალისტები ტყუილში, გაუნათლებლობას და უზრდელობაში ბევრჯერ ამხილა.
“გუშინ 22.00 საათზე პრემიერ მინისტრთან ჩაინიშნა შეხვედრა ტელეჟურნალისტებთან. თუ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის მიმართ გულგრილი არ ხარ ამაზე საინტერესო რა უნდა ყოფილიყო, მითუმეტეს ვიცით, ირაკლი კობახიძე გაწონასწორებული, მშვიდი, განათლებული და მოკლედ რომ ვთქვათ საკმაოდ კომპეტენტური რესპონდენტია. სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალისტებიდან (ცხადია გადაცმულ ჟურნალისტებს არ ვგულისხმობ) საკმაოდ მწვავე და საინტერესო კითხვებიც დაისვა, რაზეც პრემიერმა დამაჯერებელი და არგუმენტირებული კითხვები გასცა. შეხვედრა განსაკუთრებით იმითაც იყო საინტერესო, რომ მოხდა კიდევ ერთი ლუსტრაცია, უფროს სწორედ ეს საზოგადოების უფრო დიდ ნაწილისთვის გახდა ცხადი ის, რაზეც შეიძლება ზოგ-ზოგიერთებს ეჭვი ეპარებოდა: ჩვენ არ გვყავს ღირსეული ჟურნალისტები და გვყავს ჟურნალისტებად წოდებული პოლიტიკოსები. უფრო კარგად, რომ განვმარტო ოპოზიციურ სპექტრს აქვს თავისი პროპაგანდის მანქანა, რომლის ძირითადი საქმიანობა აგებულია ტყუილზე, დეზინფორმაციაზე, პანიკის დათესვასა და სიტუაციის დაძაბვა-გამწვავებაზე, ამ პროპაგანდის აპარატში არიან რადიკალები, რომლებიც ჟურნალისტების სახელით საქმიანობენ. გუშინ ტელემედიასთან შეხვედრის დროს, ჟურნალისტის მანტია შემოხვეული 3 პროპაგანდისტი რადიკალი ცდილობდა შანტაჟისა და დებოშის ფორმატით მცირე, იაფფასიანი კლოუნადის მოწყობას, რაც ცხადია არ გამოუვიდათ შერცხვენილ-დარცხვენილებს (თუ კი ასეთ რამ გააჩნიათ!) ადრიანად მოუწიათ შეხვედრის დატოვება. მე ბევრს არ ვიტყვი იმის თაობაზე, რომ პრემიერმა კობახიძემ რამდენჯერ ამხილა გადაცმული ჟურნალისტები ტყუილში, გაუნათლებლობას და უზრდელობაში, მაგრამ საგულისხმო იყო, რომ რადიკალებს შეტევის მცდელობა ჰქონდათ იქ მყოფ ნამდვილ ჟურნალისტებზე, რომლებმაც თავხედებს აბსოლუტურად სამართლიანი პასუხი გასცეს. ახლა კი ერთი არც თუ უმნიშვნელო დეტალი, ამ ე.წ. ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა თუ არასამთავრობოების ერთ-ერთი მთავარი საგინებელი მესიჯი გახდა რუსი, სულ რომ თავი დავანებოთ ქსენოფობიის ამ გამოვლინებას, ვინ მისცა მათ უფლება ყველა რუსი ერთნაირად მოიხსენიონ?! მე პირადად დედითაც და მამითაც ქართველი ვარ, მაგრამ ჩემზე არანაკლებ ქართველებად და პატრიოტებად მიმაჩნია ის ადამიანები, რომელსაც ან დედა ან მამა, ან სულაც მეუღლე ჰყავთ რუსი! წარმოდგენა გაქვთ ეს ველური მავნებლები რა საფრთხე წარმოადგენენ: ე.ი მათ რომ ჰკითხო არ შეიძლება ებრაელი, აფხაზი, ოსი, რუსი, უკრაინელი, სომეხი,აზერბაიჯანელი, იეზიდი, ქურთი და სხვა ეროვნების წარმომადგენელი იყოს დედა ან მამა ?!” - წერს ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
არქივი