იოანე შაიშმელაშვილი: ირაკლი კობახიძის ბრიფინგმა ყველა დაარწმუნა, რომ სახელმწიფოსთვის სუვერენული, პრინციპული პოზიციის დაცვა და დაფიქსირება არ ნიშნავს ვინმესთან მტრობას და ნებისმიერ დაძაბულ ვითარებაში საუბარს არ აქვს ალტერნატივა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 15 მაისი 2024, 14:58
„რადიკალიზაციაზე ორიენტირებული „ერთობა“ რადიკალურმა ოპოზიციამ ვერ შეკრა,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ჟურნალისტი იოანე შაიშმელაშვილი და დასძენს, რომ ერთთვიანი პროცესი და გამჭვირვალობის შესახებ კანონი ქვეყნის ერთობისა და დეპოლარიზაციისთვის უნდა იქნეს გამოყენებული.
მისივე თქმით, გუშინ აქციების რეალურმა ორგანიზატორებმა ანუ „ნაცმოძრაობამ“ თავი გამოაჩინა და სავარაუდოდ რადიკალური გეგმებიც ბევრი ჰქონდათ, რომ არა პრემიერ - მინისტრისა და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ბრიფინგები.
„რადიკალური ოპოზიციისთვის პარლამენტში გამჭვირვალობის შესახებ კანონის მესამე მოსმენით მიღების დღე მაქსიმალური დაძაბულობისა და არეულობის პიკი უნდა ყოფილიყო, რისთვისაც ყველაფერი მომზადებული ჰქონდათ:
პარლამენტთან შტურმის მცდელობა მალევე ვნახეთ - კონკრეტულმა ჯგუფებმა დაიწყეს რკინის ჯებირებიდან ლითონის ფირფიტების აძრობა; იყვნენ შესაბამისად მომზადებული - სათვალეებით, აირწინაღებით, ზურგჩანთებით და ა.შ. სავარაუდოდ, იყო გეგმა, რომ მაქსიმალური რადიკალიზებისა და დაპირისპირებისთვის გადაეკეტათ გმირთა მოედანი, რაც გააკეთეს კიდეც; ბოლოს და ბოლოს, აქციის რეალურმა ორგანიზატორებმა ანუ ნაცმოძრაობამ საკუთარი თავი გამოაჩინა და სცენაც დაიკავა.
ალბათ რადიკალური გეგმები კიდევ ბევრი იყო, რომ არა პრემიერ მინისტრისა და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ბრიფინგები. ირაკლი კობახიძის ბრიფინგმა ყველა დაარწმუნა, რომ სახელმწიფოსთვის სუვერენული, პრინციპული პოზიციის დაცვა და დაფიქსირება არ ნიშნავს ვინმესთან მტრობას და ნებისმიერ დაძაბულ ვითარებაში საუბარს არ აქვს ალტერნატივა.
ამიტომაც რამდენიმე კვირის წინ თავად გამოთქვა მზაობა ღია დისკუსიაზე, დახურულ კარს მიღმა კი (სხვადასხვა ოფიციალურ პირებთან, მაგალითად დერეკ შოლესთან, შარლ მიშელთან და ა.შ.) მუდმივად წარმოებდა საუბრები. პრემიერმა ასევე დაადასტურა, რომ სანქციებზე საუბარი ო’ბრაიანთან საერთოდ არ ყოფილა, სამაგიეროდ, დეტალურად ისაუბრეს იმ ნეგატიურ როლზე, რომელსაც სამწუხაროდ ზოგიერთი პოლიტიკოსი ასრულებს და ასრულებდა პროცესებში. ო’ბრაიანის ბრიფინგიც სრულად რეალისტური და პრაგმატული იყო. მან არ გააჟღერა პოლიტიკურად ანგაჟირებული გზავნილები, არ თქვა, რომ კანონი არის „რუსული“, არც ის თქვა, რომ სანქციებზე არის საუბარი, არ უთქვამს რომ საქართველომ ზურგი აქცია საკუთარ პარტნიორებს. რაც შეეხება ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობას, ამაზე აპრილის დასაწყისიდანვე მკაფიო მზაობა აქვს გამოთქმული მმართველ გუნდს. ვნახეთ ისიც, რომ აქ ჩამოსულმა სტუმრებმა, რომელთაც ალბათ ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა, ყველა ზღვარს გადააჭარბეს - სხვა სტუმარ პოლიტიკოსებთან ერთად მიხაელ როთი მივიდა აქციაზე, რითაც მათ მხარდაჭერა გამოუცხადა, მმართველ პარტიას „კოშმარი“ უწოდა, რაც იმაზე უფრო მეტად არის პოლიტიკური ეტიკეტის დარღვევა, ვიდრე მისგან მთავრობის წევრებთან შეხვედრის მოთხოვნა და აქეთ დააყვედრა ყველა ქართველს, „როგორ უნდა შექმნა ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე, მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მჭიდრო მოკავშირეა?“ მისასალმებელია ისიც, რომ არსებული ინფორმაციით, უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს სახელით განცხადების გავრცელება. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ჰყავს მყარი, ღირებულებითი მოკავშირეები ჰყავს და ეს არის მკაფიო კონტრასტი როთის დელეგაციასა და რეალობას შორის. და ბოლოს, არარეალისტური და რადიკალიზაციაზე ორიენტირებული „ერთობა“ რადიკალურმა ოპოზიციამ ვერ შეკრა. ჩვენ კი მთელი ეს ერთთვიანი პროცესი და კონკრეტულად გამჭვირვალობის შესახებ კანონი რეალური ერთობისა და დეპოლარიზაციისთვის უნდა გამოვიყენოთ,“ - წერს იოანე შაიშმელაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
არქივი