გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 06 აგვისტო 2026, 13:31

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანების (ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი) დაკავების ირგვლივ აღძრული საზოგადოებრივი აჟიოტაჟი განსაკუთრებით გაამწვავა ერთ-ერთი დაკავებულის მშობლის არაჯანსაღმა აქტიურობამ, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

ანალიტიკოსი კითხვას სვამს, თუ ტრაგიკულად დაღუპული გიგა ავალიანი სავარაუდოდ ავიწროებდა არასრულწლოვან ნია იმნაძეს, თანამედროვე გაჯეტების პირობებში რა უშლიდა მას ხელს, ინციდენტები ჩაეწერა და მტკიცებულებები ოჯახისთვის წარედგინა?

მისივე თქმით, ​ანომალიურია დაზარალებული მხარის ოჯახის მიმართ განხორციელებული ვერბალური აგრესია და მუქარა.

„ისმის სრულიად ლეგიტიმური კითხვები: თუ ტრაგიკულად დაღუპული გიგა ავალიანი სავარაუდოდ ავიწროებდა არასრულწლოვან ნია იმნაძეს, თანამედროვე გაჯეტების პირობებში რა უშლიდა მას ხელს, ინციდენტები ჩაეწერა, მტკიცებულებები ოჯახისთვის წარედგინა და შემდგომში აღნიშნულ სივრცეში ვიზიტები შეეწყვიტა?

თუ სავარაუდო შევიწროება არ ატარებდა სიმულაციურ ხასიათს, პრობლემის პრევენცია მტკიცებულებათა დროული დაფიქსირებითა და ოჯახის ინფორმირებით იყო შესაძლებელი, რაც პროცესს საწყის ეტაპზევე აღკვეთდა.

​თუმცა, ამის საპირისპიროდ, განვითარებული სცენარი მიუთითებს ქცევის იმ მოდელზე, სადაც კონფლიქტის ინსპირირება საკუთარი სოციალური სტატუსისა თუ მიმზიდველობის ხაზგასმას ემსახურება. აღნიშნულმა ქმედებებმა მძიმე შედეგები გამოიწვია მეორე მხარისა და მისი ოჯახისთვის. და როგორც ჩანს, ესკალაციის პროცესი სწორედ ხსენებული ერთ-ერთი პირის ქმედებებით დაიწყო.

​ანომალიურია დაზარალებული მხარის ოჯახის მიმართ განხორციელებული ვერბალური აგრესია და მუქარა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, სწორედ აღნიშნულ პირს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია.

მოკლული გიგა ავალიანის საქმე: 2025 წლის შემოდგომაზე, თემქის დასახლებაში, ჯგუფურად სასტიკად სცემეს პედაგოგი გიგა ავალიანი, რომელიც მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. დანაშაულის უშუალო შემსრულებლები (გაბაშვილი, რიკაძე და სხვები) უკვე მსჯავრდადებულნი არიან.

თავდასხმა და მოტივი: ნია იმნაძე დააკავეს წაშლილი მიმოწერების აღდგენის შემდეგ. მას ბრალი ედება თავდამსხმელების წაქეზებასა და დანაშაულის დაგეგმვისკენ ბიძგებაში.

ანასტასია ბერუაშვილი (რიკაძის შეყვარებული) დააკავეს შეუტყობინებლობისთვის — მან წინასწარ იცოდა თავდასხმის გეგმის შესახებ და იცოდა ცემის ფაქტიც, თუმცა პოლიციას დაუმალა.

​გამოძიებისა და საქმის მასალების თანახმად, თავდასხმის ძირითადი გარემოებები და მოტივი უკავშირდება პირად უთანხმოებასა და შურისძიებას.

​პირადი კონფლიქტი: ნია იმნაძე გიგა ავალიანის ყოფილი მოსწავლე იყო. გამოძიების ვერსიით, მათ შორის არსებული პირადი უთანხმოებისა და კონფლიქტის ნიადაგზე, ნია იმნაძემ შურისძიების მიზნით დაარწმუნა და წაახალისა თავისი ნაცნობი მოძალადეები (გიორგი რიკაძე, ალექსანდრე გაბაშვილი და სხვები), რომ გიგა ავალიანზე ფიზიკურად ეძალადათ“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: როგორც გია ბარამიძის აფხაზეთის თავგადასავალების საპნის ბუშტი და მითი გასკდა, ზუსტად ასე გასკდა მიშა მშვილდაძის ვითომ რუსეთთან მებრძოლის მითი, ისევე როგორც ცოტა ხანში ვიხილავთ სხვა ვითომ "ანტირუსების" მითების და ბუშტების გასკდომის სერიას
დავით ქართველიშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშობლოს ღალატის მუხლი ზუსტად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გააუქმა სისხლის სამართლის კოდექსიდან. იმდენად შეაშინა თავიანთ რიგებში ღალატის გრადუსმა - ამ მუხლს თუნდაც თეორიულად, რომელი მათგანი გადაურჩებოდა. მოვიდა ეს ხელისუფლება, არა უშეცდომო, მაგრამ გულწრფელი თუნდაც საკუთარი შეცდომების აღიარებაში - და აღადგინა სამშობლოს ღალატის მუხლი
გია აბაშიძე: მარადმწვანე, მენტალურად გოიმი ნანული ჟორჟოლიანი პრემიერ-მინისტრ კობახიძის გასამართლებას ითხოვს; შხამიან არსებას ჰგონია, რომ ოდესმე მისი ექს-მეუღლის, ნაცჯალათ ერეკლე კოდუას ხანა დადგება საქართველოში
თამარ ჩიბურდანიძე:აგვისტოს ომი ქართველი ერის თვითგადაფასების აქტად იქცა და სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა ჩამოყალიბდეს ისტორიული ნარატივი, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდობისთვის სასწავლო სახელმძღვანელოებით
ჯაბა ხუბუა: ბარამიძე დატყვევებული ადამიანების დახვრეტაზე როცა ლაპარაკობს, ეს, გამიზნულ მავნებლობასთან ერთად, მისი ქვეცნობიერის ამოძახილია - საკუთარი ხელწერის სხვისთვის მიკუთვნების აქტი
არქივი