ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 06 აგვისტო 2026, 06:50

ჩემს წერილებში არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ამ ოჯახების, იგივე „დიფ სთეითის“, თუ გლობალური ომის პარტიის მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება, მათი ეკონომიკური და პოლიტიკური საფუძვლების შერყევა და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია, თუმცა არა ერთადერთი - პარალელურად გამოიყენება სხვადასხვა ეკონომიკური, პოლიტიკური და საინფორმაციო ბერკეტები, - წერს ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი, მის მიერ გავრცელებულ მორიგ წერილში.

ფილოსოფოსს მიაჩნია, რომ „დიფ სთეითის“ მიერ წინასწარ მომზადებული პროცესის ნაწილი იყო რუსეთ-უკრაინის ომში ევროპის ჩართვაც, რისი წინაპირობაც, პროპაგანდისა და ზეწოლის ინსტრუმენტებით, რუსოფობიის უმაღლეს ნიშნულზე აყვანა გახდა.

„თუკი რუსეთ-უკრაინის ომს ავიღებთ მაგალითად, ცხადად დავინახავთ, რომ ეს სამხედრო კონფლიქტი როგორც რუსეთში, ისე უკრაინაში წინასწარ მომზადებული პროცესების შედეგია, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის ხელისუფლება და უშუალოდ პრეზიდენტი „დიფ სთეითის“ აშკარა გავლენას განიცდის. რასაკვირველია, წინასწარ მომზადებული პროცესის ნაწილი იყო ამ ომში ევროპის ჩართვაც - ვხედავთ, რომ ევროპა მაქსიმალურად ეხმარება უკრაინას, როგორც ფინანსური, ისე სამხედრო თვალსაზრისით და ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უახლოეს პერიოდში, უკრაინასთან ერთად, ევროპელებიც უშუალოდ ჩაერთონ ომში.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოულოდნელად არ მომხდარა - უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად, საკუთარი პროპაგანდით და ზეწოლის მთელი რიგი სხვა ინსტრუმენტებით „დიფ სთეითმა“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსოფობია უმაღლეს ნიშნულზე აიყვანა, რითაც ევროპელებს ჩაუკეტეს წვდომა რუსულ გაზსა და ნავთობზე, ანუ იაფ ენერგორესურსებზე. მეტიც, ამ პროპაგანდის შედეგად დადგა მოცემულობა, რომ ევროპელებს აღარც რუსი ტურისტების მიღება სურთ და ლამის დოსტოევსკიც აკრძალონ. ეს ყველაფერი კი იმაზე დიდ მიზანს ემსახურებოდა, ვიდრე ეს შეიძლება მავანს წარმოედგინოს - რუსულ, იაფ ენერგორესურსებზე წვდომის შეზღუდვით „დიფ სთეითმა“ შეძლო როგორც რუსეთის, ისე ევროპის ეკონომიკის დასუსტება, შესაბამისად, ამ უკანასკნელს სხვა გზას აღარ დაუტოვებენ გარდა იმისა, რომ პირდაპირ ჩაერთოს ომში,“ - წერს ზაზა შათირიშვილი.

მისივე განცხადებით, 2008 წელს განვითარებული მოვლენები, „დიფ სთეითისთვის“ საკმარისი მასშტაბის არ იყო, ხოლო უკრაინაში დაწყებული ომის შედეგად, სამხედრო კონფლიქტმა მთელი კონტინენტი მოიცვა და ევროპული სახელმწიფოებიც, რუსეთთან დაპირისპირებაში ეტაპობრივად ჩაერთნენ.
„სწორედ აქ უნდა ვეძიოთ პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ დაიწყო რუსოფობიის წამლეკავი ტალღა 2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ და რატომ დაიწყო ის სწორედ ახლა. ფაქტია, რომ ამ დონის ნარატივის გასავრცელებლად და დასამკვიდრებლად „დიფ სთეითისთვის“ საქართველოში 2008 წელს განვითარებული მოვლენები საკმარისი მასშტაბის არ იყო. ომი რამდენიმე დღეში დასრულდა და არც მისი ექო იყო ისეთი ხმაურიანი, როგორც 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რადგან „დიფ სთეითისვე“ ძალისხმევით უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტმა მთელი კონტინენტი მოიცვა.
ანუ, უკრაინის ომი საკმარისი მასშტაბისა აღმოჩნდა იმისთვის, რომ რუსოფობია ევროპაში უპრეცედენტო დონეზე ასულიყო და ევროპული სახელმწიფოები რუსეთთან დაპირისპირებაში ეტაპობრივად ჩართულიყვნენ,“ - წერს ზაზა შათირიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი