რომან გოცირიძე ილია მეორის ტრიადაზე "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი": ღმერთი თავში დააყენეს, ირანიზაციის გზას დაადგნენ, ახლა “ადამიანიც” ჩააკვეხეს - სამშობლოს დამცველ ჯარისკაცებს ეს ლოზუნგი მიატყეპეს მკერდზე, ამათზე ანტიეროვნული და საშიში ხელისუფლება ძნელია რომ წარმოიდგინო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 მაისი 2026, 14:03

ამათი მავნებლობა უკვე ყველანაირ ზღვარს გასცდა. ახალ ეროვნულ იდენტობას ამკვიდრებენ, თეოდემოკრატიულ იდეოლოგიას  უწევენ პროპაგანდას,  - წერს ოპოზიციონერი რომან გოცირიძე, რომელიც ჯარისკაცების ფორმაზე  დაწერილ ილია მეორის მიერ წარმოთქმულ ტრიადას - "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი" - აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საქართველო ირანიზაციის გზას დაადგა.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, პირველი ღმერთი კი არა, ოჯახი და სამშობლოა, ხოლო ხელისუფლება, რომელმაც ჯარისკაცებს ეს ლოზუნგი "მიატყეპა მკერდზე", ანტიეროვნული და საშიშია.

"ილიასეული ტრიადა “მამული, ენა, სარწმუნოება” ახლით შეცვალეს. ენა ამოაგდეს, ღმერთი თავში დააყენეს. ირანიზაციის გზას დაადგნენ. 
ღმერთი კი არა, პირველადი შენი ოჯახია, შენი საყვარელი ადამიანები, შენი სამშობლო, სადაც გაიზარდე და რომლის ფესვები გკვებავს. ახლა “ადამიანიც” ჩააკვეხეს. გამოგვიჩნდნენ დიდი კოსმოპოლიტები, მსოფლიო დარდს ეზიდებიან თურმე მხრებით. 
სამშობლოს დამცველ ჯარისკაცებს ეს ლოზუნგი მიატყეპეს მკერდზე და გუშინ აღლუმზე ატარეს. 
ამათზე ანტიეროვნული და საშიში ხელისუფლება ძნელია რომ წარმოიდგინო," - წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, 2012 წელს განაცხადა: "ჩვენ­მა დიდ­მა წი­ნა­პარ­მა, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ წარ­მოს­თქვა ასე­თი სი­ტყვე­ბი - "ენა, მა­მუ­ლი, სარ­წმუ­ნო­ე­ბა", რო­მე­ლიც ჩვენ ცო­ტა­თი გა­ვა­ფარ­თო­ვეთ და ასე ვთქვით - ღმერ­თი, სამ­შობ­ლო, ადა­მი­ა­ნი. ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი ფა­სე­უ­ლო­ბა ადა­მი­ა­ნის­თვის."

ასევე, ილია მეორე აღნიშნავდა: "უფა­ლი ყვე­ლა­ფერს მხო­ლო­ბით რი­ცხვში ქმნის. ორ ერ­თნა­ირ ფო­თოლს ან ყვა­ვილს ვერ­სად ნა­ხავთ. ჩვენ უნდა ვა­ფა­სებ­დეთ და პა­ტივს ვცემ­დეთ ადა­მი­ანს, არ უნდა გა­ვი­მე­ტოთ იგი და ცუდი სი­ტყვით არ უნდა ვახ­სე­ნოთ. ეს არის უნი­კა­ლუ­რი და უძ­ვირ­ფა­სე­სი ქმნი­ლე­ბა ღვთი­სა. მთე­ლი ქვე­ნის სა­უნ­ჯე არ ღირს ერთი ადა­მი­ა­ნის სუ­ლად. ყო­ველ­თვის უნდა გვახ­სოვ­დეს ეს სამი სა­უნ­ჯე - ღმერ­თი, სამ­შობ­ლო, ადა­მი­ა­ნი".





სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი – გია ბარამიძის ინტერვიუ სამარცხვინოა, აფხაზეთის ომში მხოლოდ სამჯერ არის ნამყოფი, ათ დღეს არ სცდებოდა, სამხედრო საქმის მინიმალური ცოდნა რომ გააჩნდეს, ასეთ ბრიყვულ სიტყვებს არასდროს იტყოდა
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი