დასავლეთი „ინახავს“ უმეროვს, როგორც პოლიტიკურ რესურსს უკრაინის მომავალი ტრანსფორმაციისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 18 ნოემბერი 2025, 13:46

„ვინ არის რუსთემ უმეროვი (უკრაინის თავდაცვის მინისტრი) და რა კავშირი აქვს CIA-სთან თუ თურქეთის სპეცსამსახურებთან, ამის შესახებ თავის დროზე ვრცლად მოგახსენეთ, ამიტომ, აღარ მოგაწყენთ. ახლა დავკავდეთ იმ ვერსიებით, თუ რატომ არის, ფაქტობრივად, გაქცეული ქვეყნიდან და რა შეიძლება იდგეს ამის უკან“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, დასავლეთი „ინახავს“ უმეროვს, როგორც პოლიტიკურ რესურსს უკრაინის მომავალი ტრანსფორმაციისთვის, რაც გარდაუვალი გახდება პოლიტიკური ციკლის შეცვლისა და მოლაპარაკებების ფაზის დაწყების შემდეგ.

„უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსთემ უმეროვი პრაქტიკულად აღარ ჩნდება კიევში და ფაქტობრივად, გადავიდა აშშ-ში. მისი ხანგრძლივი გაუჩინარება უკვე აღარ ჰგავს ჩვეულებრივ „სამუშაო ვიზიტს“. მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე ჩნდება შთაბეჭდილება, რომ უმეროვი რამდენიმე ძალაუფლების ცენტრს შორის მოექცა, ხოლო ამერიკაში გამგზავრება მისი ბანალური სტრატეგიული თვითგადარჩენაა.

ვერსია პირველი - უმეროვი გახდა კონფიდენციალური საკომუნიკაციო არხი კიევსა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შორის. ის იყო ერთ–ერთი მცირეთაგანი უკრაინელი მაღალჩინოსნებიდან, ვისაც პენტაგონში ჯერ კიდევ ბაიდენის პერიოდში ენდობოდნენ და ვაშინგტონი მას შეიძლება იყენებდეს როგორც „მოლაპარაკებების ინსტრუმენტს“ - ტრამპისთვის არასასიამოვნო "ზელენსკი/ერმაკის" ტანდემის გვერდის ავლით.

ვერსია მეორე - არსებითი მნიშვნელობა აქვს უკრაინის შიდა ფაქტორსაც. უმეროვი უკვე დიდი ხანია კონფლიქტშია პრეზიდენტის ოფისთან: მისი პიროვნული „ავტონომიურობა", ამერიკულ სტრუქტურებთან პირდაპირი კონტაქტები და გენშტაბთან სიახლოვე, ზელენსკის ადმინისტრაციისთვის მას გადამეტებულად დამოუკიდებელ და უმართავ ფიგურად ხდიდა. პოლიტიკური დაძაბულობის ზრდისა და მოსალოდნელი საკადრო გადაადგილებების პირობებში, დაბრუნება კიევში მისთვის საფრთხილოც კი შეიძლებოდა გამხდარიყო.

ვერსია მესამე - უმეროვი ფლობს დახურულ ინფორმაციას მობილიზაციის ჩავარდნებზე, სამხედრო შესყიდვებზე, კორუფციასა და დასავლური დახმარების გაუჩინარებულ ნაკადებზე. აშშ-სთვის ის შეიძლება ღირებული მოწმე იყოს, ხოლო პრეზიდენტის ოფისისთვის - ფატალური და უსიამოვნო რისკების მატარებელი.

ჯამში, მისი გამგზავრება სულ უფრო წააგავს უფრო ფართო გეოპოლიტიკური კომბინაციის ნაწილს: დასავლეთი „ინახავს“ უმეროვს, როგორც პოლიტიკურ რესურსს უკრაინის მომავალი ტრანსფორმაციისთვის, რაც გარდაუვალი გახდება პოლიტიკური ციკლის შეცვლისა და მოლაპარაკებების ფაზის დაწყების შემდეგ. აქედან გამომდინარე, უმეროვი გაქცეული კი არაა, ის გადადის უკრაინის გარშემო განვითარებული პროცესების შემდეგ ეტაპზე, როგორც შესაძლო შუამავალი, ან გარდამავალი ხელისუფლების ერთ-ერთი მონაწილე. მისი ხანგრძლივი ყოფნა აშშ-ში - ეს არა გაქცევა, არამედ, ახალი როლისთვის მომზადებაა“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი – გია ბარამიძის ინტერვიუ სამარცხვინოა, აფხაზეთის ომში მხოლოდ სამჯერ არის ნამყოფი, ათ დღეს არ სცდებოდა, სამხედრო საქმის მინიმალური ცოდნა რომ გააჩნდეს, ასეთ ბრიყვულ სიტყვებს არასდროს იტყოდა
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი