სადღობელაშვილი რასა იუკნევიჩიენეს განცხადებაზე: მარტივად და გასაგებად გვითხრეს რომ საქართველო ისჯება მშვიდობის გამო! ⁠თუ ევროკავშირის წევრობის რეალური შანსი მხოლოდ ომში მონაწილეობაზე გადის, მაშინ ეს არა პარტნიორობა, არამედ, გეოპოლიტიკური ვაჭრობაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 17 ივნისი 2026, 13:10
წლების განმავლობაში გვიმტკიცებდნენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ და მხოლოდ რეფორმებზე, დემოკრატიულ განვითარებასა და „საშინაო დავალების“ შესრულებაზე იყო დამოკიდებული. თუმცა, ბოლოდროინდელი ღია განცხადებები სრულიად სხვა რეალობას აშიშვლებს, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი  ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენეს, მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.  

სადღობელაშვილის თქმით,   იუკნევიჩიენეს განცხადება პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ საქართველო მშვიდობის გამო ისჯება, რადგან ის არ აჰყვა ომის წესებს და მშვიდობა ყველაფერზე წინ დააყენა. 
 
მისივე განცხადებით, ევროკავშირის წევრობის რეალური შანსი თუ მხოლოდ ომში მონაწილეობით განისაზღვრება ეს არა პარტნიორობა, არამედ წმინდა წყლის „გეოპოლიტიკური ვაჭრობაა“. 

„მოუსმინეთ ამ ქალბატონს! ეს სკანდალური აღიარებაა! 
- ევროინტეგრაცია თუ გეოპოლიტიკური სატყუარა?! 

- წლების განმავლობაში გვიმტკიცებდნენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ და მხოლოდ რეფორმებზე, დემოკრატიულ განვითარებასა და „საშინაო დავალების“ შესრულებაზე იყო დამოკიდებული. თუმცა, ბოლოდროინდელი ღია განცხადებები სრულიად სხვა რეალობას აშიშვლებს… რეალობას, რომელზეც აქამდე ხმამაღლა საუბარი ტაბუდადებული იყო!

რა გამოდის? 2022 წლამდე ყველაფერი ბლეფი იყო? 2022 წლამდე, სანამ უკრაინაში ომი დაიწყებოდა, ევროკავშირში გაფართოებაზე სერიოზული პოლიტიკური ნება საერთოდ არ არსებობდა. ყველა მანამდე არსებული დაპირება და პროცესი, რეალურად, ჩვეულებრივი ილუზია და ტყუილი ყოფილა? 

გამოდის რომ ომია “მწვანე შუქი“? ევროკავშირი არ არის სამხედრო ალიანსი, თუმცა წევრობის შანსი მხოლოდ მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც რეგიონში დიდი ომი დაიწყო. ქ-ნი რასას განცხადებით ირკვევა რომ მშვიდობიანობის დროს ეს საკითხი არავის აინტერესებდა და „შესაძლებლობების ფანჯარა“ მხოლოდ ომის დროს გაჩნდა?! 

- მარტივად და გასაგებად გვითხრეს რომ საქართველო ისჯება მშვიდობის გამო! ეს განცხადებები პირდაპირ ადასტურებს იმას, რასაც დიდი ხანია ვსაუბრობთ - გაწევრიანების თემა გახდა სატყუარა! საქართველო დღეს ისჯება მხოლოდ იმის გამო, რომ არ აჰყვა ომის წესებს, არ გახდა კონფლიქტის ნაწილი და საკუთარი ქვეყნის ინტერესები და მშვიდობა წინ დააყენა.

- ⁠თუ ევროკავშირის წევრობის რეალური შანსი მხოლოდ ომში მონაწილეობაზე გადის, მაშინ ეს არა პარტნიორობა, არამედ სუფთა წყლის გეოპოლიტიკური ვაჭრობაა საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის ფასად. ნიღბები ჩამოხსნილია!“- წერს ლადო სადღობელაშვილი. 

ინფორმაციისთვის, სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარ რასა  იუკნევიჩიენეს ვიდეო მიმართვა გავრცელდა, რომელიც საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში განსახილველ ანგარიშზე საუბრობს და აცხადებს, რომ  „2022 წლის ფართომასშტაბიან ომამდე არავინ საუბრობდა ევროკავშირის გაფართოებაზე, არ არსებობდა ამის პოლიტიკური ნება. ახლა, უკრაინელების გამო, ეს ფანჯარა გაიღო“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
არქივი