დიმიტრი სამხარაძე ოპოზიციას: გუშინ, თბილისის საკრებულოს შენობის წინ რომ სუნიანები ეყარნენ, ხომ ყველამ ნახეთ, ერისკაცის, ქართველი ხალხისა და ეკლესიის წინააღმდეგ რა სიტყვებსაც იძახდნენ? ოდნავადაც ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ბრძოლაში მარტოა! ქართველი ერი ადეკვატურ პასუხს გაგცემთ!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 27 ივლისი 2026, 17:17

გუშინ, თბილისის საკრებულოს შენობის წინ რომ სუნიანები ეყარნენ, ხომ ყველამ ნახეთ, ერისკაცის, საქართველოს, ქართველი ხალხისა და ქართული ეკლესიის წინააღმდეგ რა სიტყვებსაც იძახდნენ? მერე ნურც მაგინებლებს გვიწოდებთ და ნურც მოძალადეებს! ქართველი ერი ადეკვატურ პასუხს გაგცემთ! - წერს "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.

სამხარაძე მიმართავს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებსა და მათ მხარდამჭერებს, რომ ბიძინა ივანიშვილს თავი დაანებონ, ადამიანს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში მშვიდობა შეენარჩუნებინა.

„გუშინ, თბილისის საკრებულოს შენობის წინ რომ სუნიანები ეყარნენ, ხომ ყველამ ნახეთ, ერისკაცის, საქართველოს, ქართველი ხალხისა და ქართული ეკლესიის წინააღმდეგ რა სიტყვებსაც იძახდნენ? მერე ნურც მაგინებლებს გვიწოდებთ და ნურც მოძალადეებს! ქართველი ერი ადეკვატურ პასუხს გაგცემთ!

ახლა კი თქვენ, წარაკუების და თქვენი მყრალი მეპატრონეების გასაგონად! ერისკაცს თავი დაანებეთ! კაცს, რომელიც დაუპირისპირდა ძალებს, რომლებმაც 140 და 50 მილიონიან მოსახლეობიან სახელმწიფოებს შორის ომის პროვოცირება მოახდინეს! ქართველ კაცს, რომელმაც ყველაფერი გაიღო იმისთვის, რომ ჩვენთვის მშვიდობა შეენარჩუნებინა! დიახ, სწორედ მას, ნამდვილ ქართველს, ბიძინა ივანიშვილს! და ოდნავადაც ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ ასეთი კაცი ამ ბრძოლაში მარტოა! აქ საუბარი პარტიულ კუთვნილებაზე კი არა, ქვეყნის გადარჩენაზეა. გუშინ რაც თქვენ იყლოყინეთ, სათითაოდ გაგთხრით თქვენც და თქვენს მეპატრონეებსაც!!
რასაც დასთეს, იმასვე მოიმკიო!!!“ - წერს სამხარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი