143
05 აგვისტო 2026, 13:02
მისივე თქმით, ოპოზიციას 2020 წლიდან მოყოლებული 5 რევოლუციური მცდელობა ჩაუვარდა, მათ შორის 4 ძალადობრივი.
"ისინი არ არიან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ოპოზიციაში, ისინი არიან ფორმალურად თავისი ქვეყნის ოპოზიციაში. ის პოლიტიკური სახელი და გვარები, რომლებიც არიან ამ პარტიებში, თუნდაც არაპოლიტიკური წარსულით, ყველა პირდაპირ აფილირებული იყო „ნაცმოძრაობასთან“.
ჩვენი საზოგადოება ელოდება, რომ ქვეყანაში უნდა გაჩნდეს ჯანსაღი პოლიტიკური ოპოზიცია, რომელსაც ექნება ეროვნული ფასეულობები და ღირებულებები და აქ იქნება სრული თანხვედრა. არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელზეც შეიძლება ოპონირება გასწიო მმართველ გუნდთან და მმართველ გუნდსაც სჭირდება ჯანსაღი პოლიტიკური ოპოზიცია, რომ შევიდეს ჯანსაღ პოლიტიკურ ოპონირებაში. ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება აგენტურა, ჩვენს ქვეყანას სჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია“, - განაცხადა კირცხალიამ.
მისივე თქმით, საქართველოში ჯანსაღი ოპოზიცია მას შემდეგ გამოჩნდება, რაც აგენტურა თავიანთ პატრონებთან ერთად მოსცილდება პოლიტიკურ ველს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |