დავით ქართველიშვილი: საქართველოში მიმდინარე „მცირე ნიურნბერგმაც“ თავისი სამართლიანი განაჩენი უნდა გამოუტანოს ჩვენს რეინკარნირებულ ნეოფაშისტებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 აპრილი 2025, 22:16

გრძელდება საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის მუშაობა, რომლის მთავარ დაუსწრებელ გმირებად სულ უფრო ხშირად გვევლინებიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, როგორც ჩვენს უახლოეს ისტორიაში იმ შავ ლაქად ქცეული პერიოდის კრებსითი სახეები, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

ექსპერტის თქმითვე, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკური ჯალათების ნების უსიტყვოდ შემსრულებელი ლაქიები და მათი სისხლიანი ფინანსური პირამიდის ტექნიკური შემქმნელები არიან.

„ფსიქოლოგიაში ხშირად გვხვდება იმის მაგალითები, თუ როგორ ითვისებენ შინაური ცხოველები (განსაკუთრებით − ძაღლები და კატები) საკუთარი პატრონების თვისებებს, ტემპერამენტს, გარეგნულ ნიშნებს (გადატანითი მნიშვნელობით). არსებობს ასეთი „ავატარული“ მიდრეკილება ნივთებთანაც, მაგალითად ავტომობილთან, სახლთან თუ სამუშაო მაგიდასთან. ახასიათებთ ასეთი მიმსგავსებითი ტენდენცია პირად მცველებს, ქვეშევრდომებს − პოლიტიკოსებთან, თავის ხელმძღვანელებთან: ისინი ხშირად საუბრით და ქცევითი მანერითაც ჰბაძავენ მათ.

გრძელდება საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის მუშაობა, რომლის მთავარ დაუსწრებელ გმირებად სულ უფრო ხშირად გვევლინებიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, როგორც ჩვენს უახლოეს ისტორიაში იმ შავ ლაქად ქცეული პერიოდის კრებსითი სახეები. თავისი პოლიტიკური ჯალათების ნების უსიტყვოდ შემსრულებელი ლაქიები, მათი სისხლიანი ფინანსური პირამიდის ტექნიკური შემქმნელები და „გამპრავებლები“. მაგრამ ამ მონურ მორჩილებაშიც ისინი არ არიან „ავთენტურები“ − კომისიური მოსმენების დროს ხშირად გვიწევდა მსოფლიოს ასევე უახლოეს ისტორიასთან მეხსიერებითი დაბრუნება და საკუთარი თავის „დეჟა-ვუში“ გამოჭერა: რომ ოდესღაც ვიღაც ზუსტად ასე ემსახურებოდა რომელიღაც დიქტატორულ და ფაშისტურ რეჟიმს.

ადოლფ ჰიტლერის ნაცისტური რეჟიმის დროს ასევე არსებობდნენ ბანკირები, ფინანსისტები და მრეწველები, რომლებიც არა მხოლოდ უჭერდნენ მხარს ნაცისტურ რეჟიმს, არამედ აქტიურად იღებდნენ სარგებელს მისი კრიმინალური პოლიტიკიდან − მათ შორის ებრაელების ქონების ჩამორთმევიდან („არიზაციიდან“), იძულებითი შრომის გამოყენებიდან, სამხედრო შეკვეთებიდანრეპრესიებიდან და საკონცენტრაციო ბანაკებიდანაც კი.

გავიხსენოთ მათი პერსონები, საქმიანობა და მსხვერპლნი მათი:

ჰიალმარ შახტი (Hjalmar Schacht). თანამდებობა: რაიხსბანკის პრეზიდენტი (1933-1939), ეკონომიკის მინისტრი (1934-1937). შახტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1930-იანი წლების გერმანიის ეკონომიკურ აღმავლობაში და შეიარაღების დაფინანსებაში. მან შექმნა რეჟიმის გამდიდრების სპეციალური სქემა, ე.წ. MEFO-ს ვექსელების ფარული დაფინანსების სისტემა. ის თითქოს არ იყო ერთგული ნაცისტი, მაგრამ აქტიურად თანამშრომლობდა ჰიტლერთან. მისი საქმიანობის კრიმინალური შედეგები: შახტის ფინანსურმა პოლიტიკამ განამტკიცა რეჟიმი, რომელმაც დაიწყო ომი და ჰოლოკოსტი. მართალია, ნიურნბერგის პროცესზე ის გამართლდა, თუმცა მისი როლი ნაცისტურ გერმანიაში საკვანძო იყო.

ფრიც ტისენი (Fritz Thyssen) − უმსხვილესი მრეწველი, ფოლადის იმპერიის Thyssen AG ხელმძღვანელი. აქტიურად აფინანსებდა ნაცისტებს 1930-იან წლებში. 1933 წელს მოაწერა ხელი ცნობილ „მრეწველთა წერილს“, რომლითაც ისინი მხარს უჭერდნენ ჰიტლერის კანცლერად დანიშვნას. მისი კომპანია იყენებდა სამხედრო ტყვეთა იძულებით შრომას, მონაწილეობას იღებდა და სარგებლობდა ებრაელების ქონების ჩამორთმევის პროცესებში.

ემილ კრუპი და კომპანია Krupp − იარაღის მაგნატი, უმსხვილესი სამხედრო საწარმოს მმართველი. აწარმოებდა იარაღს, ტანკებსა და არტილერიას. ათასობით სამხედრო ტყვესა და მუშახელს იძულებით იყენებდა თავის უამრავ საწარმოში. აქტიურად მონაწილეობდა ებრაელთა ქონების ექსპროპრიაციაში და მასზე აფუძნებდა თავის ფინანსურ პირამიდას. ნიურნბერგის პროცესზე ემილ კრუპი გასამართლებულ იქნა.

სამრეწველო მაგნატი IG Farben − ქიმიური გიგანტი, „ციკლონ ბ“-ის მწარმოებელი (გაზი, რომელიც გამოიყენებოდა საკონცენტრაციო ბანაკებში), ამარაგებდა ნაცისტურ არმიას, მონაწილეობდა ებრაელთა ქონების ექსპროპრიაციაში. ააგო თავისი ქარხნები საკონცენტრაციო ბანაკ „აუშვიცის“ მახლობლად და იყენებდა იძულებით შრომას − ათიათასობით სამხედრო ტყვე გარდაიცვალა მძიმე შრომითა და არაადამიანური ექსპერიმენტებით. ნიურნბერგის პროცესზე IG Farben-ის ხელმძღვანელები გასამართლებულ იქნენ.

Deutsche Bank, Dresdner Bank და სხვა ბანკები მონაწილეობდნენ ებრაული კომპანიების იძულებით გაყიდვაში, აფინანსებდნენ კომპანიებს, რომლებიც იყენებდნენ სამხედრო ტყვეების იძულებით შრომას. Deutsche Bank-მა მაგალითად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა IG Farben-ის მონაწილეობაში ე.წ. „არიზაციის” პროცესების დროს.

ასე რომ, სააკაშვილის ჯიბის ბანკირებს რაიმე განსაკუთრებული განსხვავება თავისი გერმანელი ფაშისტ-კოლეგებისგან ნამდვილად არ გააჩნიათ. არ იყო „არიზაციის“, სამაგიეროდ იყო „ნაციზაციის“ პროცესები და ასობით-ათასობით გაუბედურებული ჩვენი ბიზნესმენი და მათი ოჯახის წევრი. ერთ რამეშიც გვინდა დავინახოთ მსგავსება − 80 წლის წინ გერმანიაში აღდგენილ სამართლიანობასთან. ამისთვის კი საქართველოში მიმდინარე „მცირე ნიურნბერგმაც“ თავისი სამართლიანი განაჩენი უნდა გამოუტანოს ჩვენს რეინკარნირებულ ნეოფაშისტებს,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი