დავით ქართველიშვილი რომის პაპ ფრანცისკეზე: მან გააფრთხილა ევროკავშირის მესვეურები, რომ მათი პოლიტიკა, მიმართულია წევრ-სახელმწიფოებში იდენტობის დაკნინებისკენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 აპრილი 2025, 10:28
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რომის პაპის გარდაცვალებას სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს, რომ პაპი ფრანცისკე არაერთგზის გამოთქვამდა წუხილს ევროპის კულტურული და სულიერი იდენტობის შენარჩუნების აუცილებლობაზე. 

ექსპერტის თქმითვე, ერთ-ერთი ქადაგების დროს პაპმა გააფრთხილა ევროკავშირის მესვეურები, რომ მათ მიერ განხორციელებული პოლიტიკა, რომელიც წევრ-სახელმწიფოებში იდენტობის დაკნინებისკენ იყო მიმართული, საფრთხეს უქმნიდა თავად ევროკავშირს.

„აწ გარდაცვლილი რომის პაპი ფრანცისკე არაერთგზის გამოთქვამდა თავის წუხილს ევროპის კულტურული და სულიერი იდენტობის შენარჩუნების აუცილებლობის შესახებ. 2020 წლის 22 ოქტომბრის წერილში, რომელიც მიმართული იყო კარდინალ პიეტრო პაროლინისთვის, ის წერდა, რომ იდენტობის დაკარგვა თავად ევროპული კავშირისათვის წარმოადგენს საფრთხეს.

მან ხაზი გაუსვა "ჯანსაღი სეკულარიზმის" საჭიროებას, რომლის დროსაც ღმერთი და სახელმწიფო განცალკევებულნი კი არიან, მაგრამ არ უპირისპირდებიან ერთმანეთს. მან ასევე აღნიშნა, რომ კულტურა ან პოლიტიკური სისტემა, რომელიც მოკლებულია "ტრანსცენდენტურისადმი" ღიაობას, ვერ გამოხატავს სათანადო პატივისცემას ადამიანის პიროვნებისადმი.

იმავე წლის დეკემბრის  თავის ერთ-ერთ ქადაგებაში, მან გააფრთხილა ევროკავშირის მესვეურები, რომ მათი პოლიტიკა, მიმართული წევრ-სახელმწიფოებში იდენტობის დაკნინებისკენ - საფრთხეს უქმნის ამ ორგანიზაციის შენარჩუნებას.

ამრიგად, პაპი ფრანცისკე ხაზს უსვამდა იმას, რომ იდენტობის შენარჩუნება არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ევროპის მომავლისათვის და მისი უნარისათვის, გაუმკლავდეს თანამედროვე გამოწვევებს,“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი