გია აბაშიძე: 2011 წლის 26 მაისის და სხვა სისხლიანი ნაცდარბევები ვერასდროს განმეორდება, ქართველთა დატერორებაში პასუხისმგებელთა მხრიდან პროპაგანდა, რომ „დემოკრატიას იცავდნენ" და ახლა „ავტოკრატიაა", ნაცფაშიზმის ჰიბრიდული გაგრძელებაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 19 მაისი 2025, 15:04

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის 19 მაისის სხდომაზე, 2011-ის 26 მაისის ეგზეკუციონერთა მსხვერპლთა მცირე ნაწილის ხელახლა მონათხრობი უმნიშვნელოვანესი შეხსენებაა საღად მოაზროვნე აბსოლუტური უმრავლესობისთვის - "ნაცები" არ უნდა დაბრუნდნენ, მათი შავბნელი პარტიებიც ასალაგმია და იმ რეჟიმის ყველა არაკაცმა პასუხი უნდა აგოს - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, 2011 წლის 26 მაისის და სხვა სისხლიანი ნაცდარბევები ვერასდროს განმეორდება, ქართველთა დატერორებაში პასუხისმგებელთა მხრიდან პროპაგანდა, რომ „დემოკრატიას იცავდნენ" და ახლა „ავტოკრატიაა", ნაცფაშიზმის ჰიბრიდული გაგრძელებაა.

„2011 წლის 26 მაისის და სხვა სისხლიანი ნაცდარბევები ვერასდროს განმეორდება, ქართველთა დატერორებაში პასუხისმგებელთა მხრიდან პროპაგანდა, რომ „დემოკრატიას იცავდნენ" და ახლა „ავტოკრატიაა", ნაცფაშიზმის ჰიბრიდული გაგრძელებაა.
ნაცრეჟიმის დროს, ევროკავშირის წარმომადგენლობაში ვმუშაობდი პოლიტიკურ მრჩევლად და დეტალურად ვიცნობდით საქართველოს გავერანებულ მოქალაქეთა საქმეებს. ბრიუსელში იგზავნებოდა ყოვლისმომცველი ანგარიშები ჩემი ევროპელი კოლეგების მხრიდან, თუმცა ადეკვატური რეაგირება ჯალათი სააკაშვილის დღემდე მადიდებელი ევროკრატებისგან არ ჩანდა. ეს ახლაც ნათელია იმ უზნეო დასავლელი აქტორებისგან, რომლებიც უარგუმენტოდ აკრიტიკებენ საქართველოს ინტერესების დამცველ „ქართული ოცნებას" და მისტირიან მონა-მორჩილ „ნაცმოძრაობას".
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის 19 მაისის სხდომაზე, 2011-ის 26 მაისის ეგზეკუციონერთა მსხვერპლთა მცირე ნაწილის ხელახლა მონათხრობი უმნიშვნელოვანესი შეხსენებაა საღად მოაზროვნე აბსოლუტური უმრავლესობისთვის - „ნაცები" არ უნდა დაბრუნდნენ, მათი შავბნელი პარტიებიც ასალაგმია და იმ რეჟიმის ყველა არაკაცმა პასუხი უნდა აგოს!“ - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი