დავიჯერო, აშშ-ის ადმინისტრაციაში არავინ აღმოჩნდა ისეთი გონიერი ჩინოვნიკი, ვინც იფიქრებდა, რომ საქართველოსთან აუცილებელია პირდაპირი დიალოგი?! ჩნდება ეჭვი, რომ ისინი მოლოდინის რეჟიმში არიან, ხელისუფლების შეცვლის იმედით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 04 სექტემბერი 2025, 12:12

დავიჯერო აშშ-ის პრეზიდენტის აპარატსა თუ ადმინისტრაციაში არავინ არ აღმოჩნდა ისეთი პატიოსანი და გონიერი ჩინოვნიკი, რომელმაც ამ შეთავაზებების შემდეგ უბრალოდ არ დასვა საკითხი, დროა სამხრეთ კავკასიის მარგალიტსა და სტრატეგიულ-გეოგრაფიულად უმნიშვნელოვანეს საქართველოს ხელისუფლებას შევხვდეთ და მათთან ერთად თუნდაც სადაო საკითხები განვიხილოთო?! არ მჯერა, უბრალოდ, უფრო და უფრო ჩნდება სხვა ეჭვები, რაღაცის მოლოდინის რეჟიმში არიან, ამ რაღაცას კი წინა ადმინისტრაციისა და USAID-ის გაფლანგული მილიონების მიუხედავად, ხელისუფლების ვერ შეცვლის გულისტკივილი ჰქვია, რასაც ვიღაცა ამჯერად „დიფ სთეითის“ ევროპული წარმომადგენლობის მეშვეობით ცდილობს, - ასე ეხმაურება, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს სოციალურ ქსელში.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ურთიერთობისას ყველას ავიწყდება ან არაფრად არ მიაჩნიათ ის გარემოება, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დამონება შეუძლებელია, მით უფრო იმ პირობებში როდესაც ხელისუფალიც და ხალხის ძალიან დიდი უმრავლესობა სწორედ რომ საკუთარი ქვეყნისა და მისი ეროვნული ინტერესების დაცვის სადარაჯოზე დგას.

„ძნელია არ დაეთანხმო ფილოსოფოსს ზაზა შათირიშვილს, რომელიც ტრადიციულად სამართლიან მხილებასა და მართლაც გააზრებულ ანალიზს გვთავაზობს. როდესაც „დიფ სთეითზე“ ჩამოვარდება საუბარი, როგორც წესი ევროპელები, მათი ელჩები და პატრონაჟის ქვეშ მყოფი აქაური ოპოზიცია, არასამთავრობოები, მედია საშუალებები გაკვირვებითა და დამცინავი ღიმილით მხრებს იჩეჩენ, აბა სად არის „ დიფ სთეითი,“ ასეთი რამ არც ვიცით და გაგვიგონია. სულ სხვა სურათს ვხედავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, დღე არ გავა და ხან პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ხან ვიცე-პრეზიდენტი ჯი დი ვენსი, ხანაც სახელმწიფო მდივანი მარკ რუბიო ერთმანეთზე მიყოლებ გვიამბობენ აგერ „დიფ სთეითს“ ვებრძვით, აგერ USAID დავხურეთ, აგერ თურმე ჩვენი გადასახადის გადამხდელთა ფული სხვა ქვეყნებში ათას სისულელეს, აბსურდს და რაც მთავარია რევოლუციების დაფინანსებას ხმარდებოდაო. შესაბამისად ჩნდება ლოგიკური კითხვა, სხვას რას ამბობს თავის წერილში პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი? უფრო მეტიც ჯერ საქართველოს პრემიერის, ახლა კი უკვე პრეზიდენტის მხრიდან მერამდენედ მიიღო ამერიკულ მხარემ შეთავაზება, ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყების შესახებ, მაგრამ პასუხი არ ჩანს. დავიჯერო აშშ-ს პრეზიდენტის აპარატსა თუ ადმინისტრაციაში არავინ არ აღმოჩნდა ისეთი პატიოსანი და გონიერი ჩინოვნიკი, რომელმაც ამ შეთავაზებების შემდეგ უბრალოდ არ დასვა საკითხი, დროა სამხრეთ კავკასიის მარგალიტსა და სტრატეგიულ-გეოგრაფიულად უმნიშვნელოვანეს საქართველოს ხელისუფლებას შევხვდეთ და მათთან ერთად თუნდაც სადაო საკითხები განვიხილოთო?! არ მჯერა, უბრალოდ უფრო და უფრო ჩნდება სხვა ეჭვები, რაღაცის მოლოდინის რეჟიმში არიან, ამ რაღაცას კი წინა ადმინისტრაციისა და USAID გაფლანგული მილიონების მიუხედავად ხელისუფლების ვერ შეცვლის გულისტკივილი ჰქვია, რასაც ვიღაცა ამჯერად “დიფ სთეითის“ ევროპული წარმომადგენლობის მეშვეობით ცდილობს. ის ვიღაცა ფიქრობს, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება საქართველოში, მათთან ურთიერთობის საკითხი თანაბარუფლებიანობის, კი არა ვასალისა და მონის პირობებში იქნება მოაზრებული. ასეთი მიდგომა, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საქართველოს დიდ ქვეყნებთან ურთიერთობაში ისტორიულად ყოველთვის მტერთან, მის გადამყლაპავთან ჰქონდა საქმე, სამწუხაროდ ჩვენს გადაყლაპვას არა, მაგრამ მიწების წართმევას ყველა ახერხებდა, საქართველო კი თავის ენით, კულტურით, თვითმყოფადობით ყოველთვის იყო და კვლავაც იქნება. ერთიცაა, ამ ქვეყანასთან ურთიერთობისას ყველას ავიწყდება ან არაფრად არ მიაჩნიათ ის გარემოება, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დამონება შეუძლებელია, მით უფრო იმ პირობებში როდესაც ხელისუფალიც და ხალხის ძალიან დიდი უმრავლესობა სწორედ რომ საკუთარი ქვეყნისა და მისი ეროვნული ინტერესების დაცვის სადარაჯოზე დგას“, - წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი