გია აბაშიძე: „მეამას" ვითომ მედასავლეთე დირექტორმა ლაშა შარიქაძემ „პოსტივისა" და „იმედს" ბოიკოტი გამოუცხადა; ამ ტელეარხების მრავალრიცხოვანი მაყურებლის ბოიკოტით კომპანიას დააზარალებს ეს ანგაჟირებული მარკეტოლოგი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 01 მარტი 2026, 15:52

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში “მეამას” განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ “იმედთან და “პოსტივისთან” თანამშრომლობას წყვეტს.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, “მეამა” ჩართულია რადიკალების ქომაგობაში და ბოლოს თავად ზიანდებიან.

"მეამას" ვითომ მედასავლეთე დირექტორმა ლაშა შარიქაძემ "პოსტივისა" და "იმედს" ბოიკოტი გამოუცხადა; ამ ტელეარხების მრავალრიცხოვანი მაყურებლის ბოიკოტით კომპანიას დააზარალებს ეს ანგაჟირებული მარკეტოლოგი.

ამაზრზენია ამგვარი მეტიჩარა კომერსანტების ე.წ. პოლიტიკური აქტივისტობა. საქმის ნაცვლად, ჩართულნი არიან რადიკალების ქომაგობაში და ბოლოს თავად ზიანდებიან. თუმცა, "ნაცობა" და ჩლუნგობა სინონიმებია.

"ყავახანის" ქსელს მიხედოს ლექტორ-ბიზნესმენმა შარიქაძემ!” - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი