დავით ქართველიშვილი: სანამ ზოგიერთი კვლავ სოციალურ ქსელებსა და ტელესტუდიებში ყოველ ცალკეულ კრიმინალურ ეპიზოდს აგემოვნებს და ქართულ ეკონომიკას „ასაფლავებს“, თავად ეკონომიკა მშვიდად ზრდის ექსპორტს, იზიდავს ტურისტებს, იძენს ახალ ფინანსურ ფუნქციებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 21 ივლისი 2026, 15:24

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციებს სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს უძღვნის. ექსპერტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ექსპორტი ორნიშნა ტემპით იზრდება, ტურისტების რაოდენობა ისტორიულ რეკორდებს ამყარებს, თბილისი რეგიონული ფინანსური ცენტრის ფუნქციების განვითარებისთვის ემზადება და სხვა.

დავით ქართველიშვილი წერს, რომ ვიდრე ქვეყნის შიგნით და გარეთ მყოფი ძალები საქართველოს ძირგამომთხრელ კამპანიას ეწევა, ეკონომიკა აგრძელებს განვითარებას, რაზეც მიუთითებს სტატისტიკური მონაცემებიც.

„ძალიანაც რომ მოინდომო, ქვეყანაზე ნეგატივის ტირაჟირებით დაკავდე - ხელში შეგრჩება ან „სვანეთის ქეისი", ან „თელავის ეპიზოდი". გაცილებით ხელმისაწვდომია პოზიტიური „ნიუსების" დინამიკა, რომელიც ფსიქოლოგიურად დაზიანებული ცნობიერებისთვის გაუსაძლისად გამაღიზიანებელია. მაგრამ, კლინიკაშიც კი, სწორება არა პროზექტურის, არამედ საავადმყოფოდან გამოჯანმრთელებულების გამოწერაზე უნდა კეთდებოდეს. ნორმალურების რაოდენობა ქვეყანაში ჯერ კიდევ დამაიმედებელია, ამიტომაც, ჩვენ გავაგრძელოთ.

საქართველო, ამასობაში, ვითარდება და ერთდროულად ზრდის ექსპორტს, ევროპულ ტურიზმს, ფინანსურ ინფრასტრუქტურასა და შუა დერეფნის ციფრულ კავშირს და ამას სრულიად გაზომვადი შედეგებით აკეთებს. 2026 წლის ივნისში ქართული ექსპორტი 20,4%-ით გაიზარდა და 770,8 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო ადგილობრივი (ანუ რეექსპორტის გარეშე) განხორციელებული ექსპორტი ერთბაშად 50,5%-ით - 469 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. იანვარ-ივნისში ექსპორტის საერთო მოცულობამ 3,876 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 20%-ით აღემატება. ეს უკვე აღარ არის სტატისტიკური „შემთხვევითობა" - ეს არის ტენდენცია და ნიშანი იმისა, რომ ქართული ეკონომიკა ეტაპობრივად მხოლოდ სავაჭრო გადამკვეთი წერტილის ფუნქციას სცდება და სულ უფრო მეტად მწარმოებელ და ექსპორტზე ორიენტირებულ ეკონომიკად ყალიბდება.

არანაკლებ მნიშვნელოვანი არის ტურიზმის დინამიკა. 2026 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს 249 201 მოქალაქე ეწვია - სულ უფრო მზარდია ინტერესი იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ევრობიუროკრატებმა მსოფლიო რუკებიდან გააქრეს და რომელიც მათ უკიდურესად აღიზიანებს. ეს მონაცემები პირველი ნახევარწლის ისტორიული რეკორდია და 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23,4%-იანი ზრდაა. იმ ფონზე, როდესაც მუდმივად საუბრობენ „იზოლაციაზე“, „ევროპასთან დაშორებაზე“ და თითქოს დასავლეთის მხრიდან საქართველოსადმი ინტერესის შემცირებაზე, რეალური სტატისტიკა საპირისპიროს აჩვენებს: ევროპელები საქართველოს ტურისტულ ბოიკოტს არ უცხადებენ - პირიქით, უფრო ხშირად ჩამოდიან, ხარჯავენ ფულს, სარგებლობენ სასტუმროებით, რესტორნებითა და ტრანსპორტით და ამით ქვეყანას არა რეზოლუციებით, არამედ საკუთარი საფულით უჭერენ მხარს.

2026 წლის 27–28 ოქტომბერს თბილისი საერთაშორისო ფინანსურ სამიტს უმასპინძლებს, რომელიც რეგიონულ ეკონომიკურ დერეფნებს, ფინანსებსა და ტექნოლოგიებს მიეძღვნება. მასში მონაწილეთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო. თავად ფორუმის თემატიკა ასახავს სახელმწიფოს ახალ ამბიციას: საქართველო აღარ აპირებს დარჩეს მხოლოდ იმ ტერიტორიად, რომლის გავლითაც სატვირთო ავტომობილები და მატარებლები გადაადგილდებიან. საუბარია იმაზე, რომ ქვეყანა იქცეს ანგარიშსწორების, დაზღვევის, ლოჯისტიკის, ციფრული სერვისებისა და საინვესტიციო მომსახურების რეგიონულ ცენტრად. სწორედ ასე გარდაიქმნება გეოგრაფიული მდებარეობა ეკონომიკურ კაპიტალად.

ამავე ლოგიკას ემსახურება საქართველოსა და ყაზახეთს შორის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების ელექტრონული ნებართვების საპილოტე სისტემის ამოქმედება უკვე ხვალიდან - 22 ივლისიდან. ქაღალდზე დაფუძნებული პროცედურები, დაგვიანებები და ხელით ადმინისტრირება წლების განმავლობაში ამცირებდა სატრანზიტო მარშრუტების კონკურენტუნარიანობას. ელექტრონული ნებართვები ნიშნავს დროის დაზოგვას, ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებასა და გადაზიდვების უფრო მაღალ გამჭვირვალობას. შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობა მხოლოდ პორტებით, გზებითა და რკინიგზით არ განისაზღვრება - მას განსაზღვრავს საზღვარზე დაზოგილი თითოეული წუთიც. ამ ყველაფრის ერთობლიობა ქმნის სურათს, რომელიც საკმაოდ მოუხერხებელია მათთვის, ვინც საქართველოს მხოლოდ კოშმარებით, კრიზისისა და „საერთაშორისო მარტოობის“ ენით აღწერს.

ექსპორტი ორნიშნა ტემპით იზრდება, ადგილობრივი წარმოება სულ უფრო ძლიერად იკავებს ადგილს საგარეო ბაზრებზე, ევროპელი ტურისტების რაოდენობა ისტორიულ რეკორდებს ამყარებს, თბილისი რეგიონული ფინანსური ცენტრის ფუნქციების განვითარებისთვის ემზადება, ხოლო ყაზახეთთან სატრანსპორტო კავშირები ციფრულ ფორმატში გადადის. სანამ ზოგიერთი კვლავ სოციალურ ქსელებსა და ტელესტუდიებში ყოველ ცალკეულ კრიმინალურ ეპიზოდს აგემოვნებს, ახლად გამომცხვარ ფობიებს ავრცელებს, ქართულ ეკონომიკას „ასაფლავებს“, თავად ეკონომიკა მშვიდად ზრდის ექსპორტს, იზიდავს ტურისტებს, იძენს ახალ ფინანსურ ფუნქციებს და კიდევ უფრო მყარად იმკვიდრებს ადგილს ევროპასა და აზიას შორის საკვანძო ჰაბის როლში,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
არქივი