ფოთის მერიამ ფოთში დაბადებული ახალშობილების ოჯახებისთვის 2 000-ლარიანი ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 06 აგვისტო 2026, 18:25

ფოთის მუნიციპალიტეტმა ფოთში დაბადებული ახალშობილების ოჯახებისთვის 2 000-ლარიანი ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა დაიწყო.

ფოთის მერიის ინფორმაციით, პროგრამით სარგებლობისთვის აუცილებელია:

ახალშობილის დაბადების მოწმობაში დაბადების ადგილად მითითებული იყოს ქალაქი ფოთი;

ახალშობილის მშობლები განცხადების წარდგენამდე არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად იყვნენ რეგისტრირებულნი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში. რეგისტრაციის წყვეტის შემთხვევაში, ისინი არ უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი სხვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში;

საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მოთხოვნა არ ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე მოქალაქეებზე, რომელთა დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად მითითებულია ქალაქი ფოთი.

„დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს: (0493) 22 06 38. პროგრამით სარგებლობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე“, – აღნიშნულია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა სანქცირებული საქონლის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს
ჯაბა ხუბუა - რაკი ეკა კუპატაძემ თავისი ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციის საგნად არ აქცია და სახელმწიფოსაც ობიექტურად დაუფასა გამოძიების შედეგები, პირველი შესაძლებლობისთანავე ჩასცეს გულში შხამიანი ისარი ნანული ჟორჟოლიანის ხელით
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „სფერო ჰოლდინგის“ და „სფერო ინვესტის“ დამფუძნებელს და თანამშრომელს სასამართლომ 12 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
ზურაბ პატარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ბათუმში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
არქივი