დავით ქართველიშვილი „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე - უცნაური ქრონოლოგია: სუსმა გამოითხოვა კუნთმაგარი ბიჭებიო, მაკა ამხელა ქალაქში აგნებს მათ ზუსტ ლოკაციას, ზურა გირჩი აღმოჩნდა ზუსტად იმ ლოკაციაზე, ცემის კადრს უწყვეტად იღებს ვიღაც ტელეფონით - ეს პროვოკაცია არ არის?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 დეკემბერი 2024, 23:35
"ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, "ტვ პირველის" ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორზე თავდასხმას აფასებს და უცნაურ ქრონოლოგიაზე ამახვილებს ყურადღებას.

მისი განცხადებით, გადაცემის წამყვანმა ნოდარ მელაძემ დააანონსა, რომ "სუსმა გამოითხოვა კუნთმაგარი ბიჭები", რომლის ლოკაციასაც ზუსტად მიაგნო მაკა ჩიხლაძემ, ხოლო ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ამავე ლოკაციაზე კორპუსში აღმოჩნდა და ზედა კადრით დააფიქსირა ძალადობა. 

"უცნაური ქრონოლოგია
1. შავNOდარა აანონსებს - სუსმა გამოითხოვა კუნთმაგარი ბიჭებიო
2. რეკავს 112 ში და ტოვებს შეტყობინებას
3. მაკა ამხელა ქალაქში აგნებს მათ ზუსტ ლოკაციას
4. ზურა გირჩი აღმოჩნდა ზუსტად იმ ლოკაციაზე, თან კორპუსში და ზედა კადრით
5. ცემის კადრს უწყვეტად იღებს ვიღაც ტელეფონით
ეს ახლა პროვოკაცია არ არის? ეს არ არის დადგმული ძალადობა?" -  წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი