თამარ ჩიბურდანიძე: გუშინდელმა დასანქცირებამ ფარდა ახადა დიდ ტყუილს, რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია ავრცელებდა, თითქოს ივანიშვილის ფინანსების დაკავება მათგან არ იყო. აშშ-ს უსამართლობამ ქართველი ხალხი ერთ მუშტად შეკრა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 28 დეკემბერი 2024, 16:50

„ახლა ხომ მაინც ხვდება ყველა, რომ ბიძინა ივანიშვილი დასაჯეს ურჩობის გამო, დასაჯეს სამშობლოს ერთგულების გამო! მან კი არ გადააყოლა საქართველო თავის მილიონებს, პირიქით, თავისი მილიონები გადააყოლა ჩვენი ქვეყნის მშვიდობას“, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უსამართლო ქმედებამ ქართველი ხალხი ერთ მუშტად შეკრა ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ.

„გვახსოვს, ოქტომბერში ამერიკის საელჩოს განცხადება, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილის ფინანსური დავა Credit Swiss -თან ამერიკის ხელისუფლებისგან არ იყო. გვახსოვს ოპოზიციის ქილიკიც ბიძინა ივანიშვილზე, თითქოს მან თავის მილიონებს გადააყოლა საქართველო და ამერიკას ტყუილუბრალოდ სდებდა ბრალს. გუშინ, სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებამ ფარდა ახადა იმ დიდ ტყუილს, რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია ავრცელებდა, თითქოს ივანიშვილის ფინანსების დაკავება მათგან არ იყო. ამ სანქციების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი Credit Swiss-თან მოგებულ თანხას ვერ მიიღებს ამერიკის თანხმობის გარეშე.

ახლა ხომ მაინც ნათელია ყველაფერი? ახლა ხომ აღარავის ეპარება ეჭვი ამ კაცის სიმართლეში? ახლა ხომ მაინც ხვდება ყველა, რომ ბიძინა ივანიშვილი დასაჯეს ურჩობის გამო, დასაჯეს სამშობლოს ერთგულების გამო! მან კი არ გადააყოლა საქართველო თავის მილიონებს, პირიქით, თავისი მილიონები გადააყოლა ჩვენი ქვეყნის მშვიდობას.

მაგრამ, დასავლეთმა ერთი ვერ გათვალა - ქართველი ხალხის შეუპოვრობა! მათ ჰყავდეთ “მსოფლიოს გმირად” შერაცხილი, საკუთარი სამშობლოს გამყიდველი ზელენსკი. ჩვენ კი გვყავს ნამდვილი გმირი და პატრიოტი. ეს ისტორიამ უკვე დაწერა და ამას ვეღარავინ შეცვლის!

აშშ-ს უსამართლობამ ქართველი ხალხი ერთ მუშტად შეკრა სწორედ ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი – გია ბარამიძის ინტერვიუ სამარცხვინოა, აფხაზეთის ომში მხოლოდ სამჯერ არის ნამყოფი, ათ დღეს არ სცდებოდა, სამხედრო საქმის მინიმალური ცოდნა რომ გააჩნდეს, ასეთ ბრიყვულ სიტყვებს არასდროს იტყოდა
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი