გია აბაშიძე: ვაშინგტონი განაგრძობს საქართველოს დროებით დასჯას, თურმე მეზობელი სომხეთის პრემიერ-მინისტრის ურთიერთობა ირანთან მისაღებია, ჩვენს შემთხვევაში არა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 14 იანვარი 2025, 14:12

„ორმაგი სტანდარტებით მოქმედება არასდროს წაადგება მის დამწესებელ სუბიექტს, ისტორიაში არაერთხელ გამოჩნდა ეს”, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების შესახებ.

აბაშიძის შეფასებით, “თურმე მეზობელი სომხეთის პრემიერ-მინისტრის ურთიერთობა ირანთან მისაღებია, ჩვენს შემთხვევაში არა”.

მისი თქმით, თბილისი დაელოდება აშშ-ს მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის პუნქტების შესრულებას, მაგრამ არანაირი შანტაჟის, მუქარებისა და დირექტივების სანაცვლოდ.

„ვაშინგტონი განაგრძობს საქართველოს დროებით დასჯას, თურმე მეზობელი სომხეთის პრემიერ-მინისტრის ურთიერთობა ირანთან მისაღებია, ჩვენს შემთხვევაში არა. ორმაგი სტანდარტებით მოქმედება არასდროს წაადგება მის დამწესებელ სუბიექტს, ისტორიაში არაერთხელ გამოჩნდა ეს.

თბილისი დაელოდება აშშ-ს მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის პუნქტების შესრულებას, მაგრამ არანაირი შანტაჟის, მუქარებისა და დირექტივების სანაცვლოდ.

22.05.24. ნიკოლ ფაშინიანი ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის და საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანსა გასვენებაში ირანში ჩავიდა.

30.07.24.ნიკოლ ფაშინიანი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო.

09.01.25. ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთსა და ირანს აკავშირებთ ბუნებრივი ინტერესები.

14.01.25. სომხეთი და აშშ სტრატეგიული პარტნიორობას გააფორმებენ”, - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი