ჯო უილსონი ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს შუა დერეფნით სარგებლობის უფლებას არ აძლევს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 31 მაისი 2025, 12:45
ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება შუა დერეფნით სარგებლობის უფლებას ამერიკას ჩინეთის სასარგებლოდ არ აძლევს.

„ქართული კოშმარის“ უკანონო რეჟიმი შეერთებულ შტატებს პირობებს უყენებს და ამავდროულად ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მრავალმილიონიანი კონტრაქტების მეშვეობით საკუთარ ინფრასტრუქტურაზე კონტროლს გადასცემს. არ შეცდეთ, „ქართული ოცნების“ რეჟიმი და მისი თოჯინების მმართველი ბიძინა ივანიშვილი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას შუა დერეფნის კრიტიკულ მინერალებზე წვდომას აძლევს, ამავდროულად კი, აშშ-ს ბლოკავს. პრეზიდენტი ტრამპი არ მოტყუვდება და შეურაცხყოფასაც არ მიიღებს“, - დაწერა უილსონმა.



სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი – გია ბარამიძის ინტერვიუ სამარცხვინოა, აფხაზეთის ომში მხოლოდ სამჯერ არის ნამყოფი, ათ დღეს არ სცდებოდა, სამხედრო საქმის მინიმალური ცოდნა რომ გააჩნდეს, ასეთ ბრიყვულ სიტყვებს არასდროს იტყოდა
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი