ნიკოლოზ მეტრეველი ევროკავშირის ელჩს: ძვირფასო პაველ, ხშირად სტუმრობთ ადგილობრივ კაფეებს, ისევე როგორც მე და სინამდვილეში ხაჭაპურს გჩუქნიან კი არა, გამარჯობასაც ზრდილობისთვის გეუბნებიან, ხოლო, ზურგს უკან რასაც ფიქრობენ იმას ვერ გეტყვი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 21 ივნისი 2025, 17:08
ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მიმართავს, რომელმაც ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ზუგდიდში ხაჭაპური აჩუქეს და უთხრეს: "ბატონო ელჩო, თქვენ არ უნდა გადაიხადოთ!".

მეტრეველის თქმით, ის და ჰერჩინსკი ხშირად დადიან ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ახლოს მდებარე კაფეებში და სინამდვილეში, მას გამარჯობასაც ზრდილობისთვის ეუბნებიან.

"ძვირფასო პაველ, თბილისი მცირე ზომის ქალაქია, თქვენი წარმომადგენლობა ჩემი სახლიდან ზუსტად  20 მეტრში მდებარეობს. ჰოდა, ხშირად სტუმრობთ ადგილობრივ კაფეებს, ისევე როგორც მე, და  სინამდვილეში ხაჭაპურს გჩუქნიან კი არა, გამარჯობასაც ზრდილობისთვის გეუბნებიან, ხოლო ზურგს უკან რასაც ფიქრობენ იმას ვერ გეტყვი, რადგან  სტუმარი კაცი ხარ მაინც." -  წერს ნიკოლოზ მეტრეველი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი – გია ბარამიძის ინტერვიუ სამარცხვინოა, აფხაზეთის ომში მხოლოდ სამჯერ არის ნამყოფი, ათ დღეს არ სცდებოდა, სამხედრო საქმის მინიმალური ცოდნა რომ გააჩნდეს, ასეთ ბრიყვულ სიტყვებს არასდროს იტყოდა
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი