„ფარას“ გამკაცრების კანონპროექტზე: თურმე შავმა ფულმა საქართველოში უნდა იტრიალოს...ამერიკაში და სხვა ქვეყანაში „გამჭვირვალობის კანონი“ მართალია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 25 ოქტომბერი 2025, 17:18

თურმე შავმა ფულმა საქართველოში უნდა იტრიალოს ისე, რომ არავინ არაფერი იცოდეს და ამერიკაში და სხვა ქვეყანაში „გამჭვირვალობის კანონი“ მართალია, - განაცხადა აშშ-ის სენატში ინიცირებულ, „ფარას“ გამკაცრების კანონპროექტზე საუბრისას პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.

„ახლა იქ რომ მკაცრდება ის კანონი, გააკრიტიკოს ბატონმა ელჩმა. ეს ორმაგი სტანდარტებიც აღარ არის, ეს არის პირდაპირ საქართველოს საზოგადოების შეურაცხყოფა, როდესაც საუბარია, რომ თურმე შავმა ფულმა საქართველოში უნდა იტრიალოს ისე, რომ არავინ არაფერი იცოდეს და ამერიკაში და სხვა ქვეყანაში „გამჭვირვალობის კანონი“ მართალია. ეს ორმაგი სტანდარტები არის ის, რის გამოც აბსოლუტური ნულოვანია ევროკავშირის ელჩის სანდოობა საქართველოს საზოგადოების მხრიდან“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ინიცირებულია კანონპროექტი S.3050, რომელიც მიზნად ისახავს 1938 წლის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტში“ (FARA) ცვლილებების შეტანას.

როგორც აშშ-ის კონგრესის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნულია, ცვლილებები შეეხება ამ აქტით გათვალისწინებული გამონაკლისების მოთხოვნების მოდიფიცირებას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი