ნიკოლოზ სამხარაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ სხვა პატარა თუ დამოუკიდებელი პარტია მოგუდოს, რათა ოპოზიციაში თავად იყოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
3 06 აგვისტო 2026, 10:17

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანაა, ოპოზიციის მონოპოლიზება მოახდინოს და სხვა პარტიები მოგუდოს.

„აქამდეც დარღვევებით მუშაობდა, მათ შორის, მორალური წესების. კარგია, რომ თინა ბოკუჩავას გონება გაუნათდა, მაგრამ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თავის თავზე იწვნია ის, რასაც მისი პარტია საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ აკეთებდა, როცა ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათზე ძალადობდა, სახლებს და ქონებას ართმევდა. ამას იმიტომ აკეთებდა, რომ ისინი არად დაგიდევდნენ არც კანონს, არც წესს, არც ადამიანობას. „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ როგორმე, ე.წ. ოპოზიციურ სპექტრში დაკარგული ადგილი დაიბრუნოს. მათი მთავარი ამოცანაა, რომ ოპოზიციის მონოპოლიზება მოახდინოს. ისინი ცდილობენ, რომ სხვა პატარა თუ დამოუკიდებელი პარტია მოგუდონ, რათა ოპოზიციაში თავად იყვნენ. სამწუხაროდ, ეს წლების განმავლობაში გამოსდიოდათ, მაგრამ ეს კარგი ქვეყნის დემოკრატიისთვის არ არის. იმედია, მათი მცდელობა უშედეგო იქნება და მთავარი ოპოზიციის სტატუსს ვერ დაიბრუნებენ“, - განაცხადა სამხარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
ზურაბ პატარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ბათუმში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში საკონტეინერო და სასუქების ტერმინალები დაათვალიერა
თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე მატარებლით მგზავრობის ხანგრძლივობა 4 საათამდე შემცირდა - თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებლით დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმგზავრა
ირაკლი კობახიძე: სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული ეს სტატისტიკა, ეს არის ფაქტები და დანარჩენი არის სამარცხვინო სპეკულაციები
არქივი