დავით ჩიხელიძე: „ლელოს“ არც რეიტინგი აქვს, არც პოლიტიკური გავლენა - იმდენად ურეიტინგოები არიან, რომ პოლიტიკურ ველზე უბრალოდ არ ჩანან, ნულს წარმოადგენენ და ვის ჭირდება მსგავსი გამოხტომა? რა თქმა უნდა თვითონ „ლელოს“!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 25 სექტემბერი 2025, 23:57

ლელომ პრეზენტაციის პარალელურად უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო. მათ დადგეს წარმოდგენა, თითქოს ოცნების მხარდამჭერებმა მათი პრეზენტაციის ჩაშლა კვერცხის სროლით სცადეს. რეალურად, ვის სჭირდება ასეთი ქმედება? ლელოს არც რეიტინგი აქვს, არც პოლიტიკური გავლენა – იმდენად ურეიტინგოები არიან, რომ ისინი პოლიტიკურ ველზე უბრალოდ არ ჩანან, ნულს წარმოადგენენ და ვის ჭირდება მსგავსი გამოხტომა? რა თქმა უნდა თვითონ ლელოს - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ყველაფერი აშკარად ორგანიზებული პროვოკაციაზე მიუთითებს, რომლის მიზანი საკუთარი მარცხის სხვაზე გადაბრალებაა.

“ლელომ პრეზენტაციის პარალელურად უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო. მათ დადგეს წარმოდგენა, თითქოს ოცნების მხარდამჭერებმა მათი პრეზენტაციის ჩაშლა კვერცხის სროლით სცადეს. რეალურად, ვის სჭირდება ასეთი ქმედება? ლელოს არც რეიტინგი აქვს, არც პოლიტიკური გავლენა – იმდენად ურეიტინგოები არიან, რომ ისინი პოლიტიკურ ველზე უბრალოდ არ ჩანან, ნულს წარმოადგენენ და ვის ჭირდება მსგავსი გამოხტომა? რა თქმა უნდა თვითონ ლელოს!

ყველაფერი აშკარად ორგანიზებული პროვოკაციაზე მიუთითებს, რომლის მიზანია საკუთარი მარცხის სხვაზე გადაბრალებაა. კადრებში კარგად ჩანს, რომ კვერცხის სროლის მომენტი მათთვის მოულოდნელი სულაც არ იყო – მათი რეაქცია არაბუნებრივად ნელი და ხელოვნურია. უფრო მეტიც, ძალიან მოკლე დროში დაამზადეს ბანერი, რომელიც რეალურად წინასწარ იყო მომზადებული, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს, რომ ინციდენტი წინასწარ დაგეგმილი "მოულოდნელობა" იყო.

ეს ეპიზოდი ნათლად აჩვენებს, რომ ლელო იყენებს პროვოკაციებს როგორც სტრატეგიას, რათა საკუთარი ნაკლოვანებები სხვებზე გადააბრალოს, ასეთი ქმედებები არის პოლიტიკური მანიპულაციის მკაფიო მაგალითი”, - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი