ხელისუფლებას დღეიდან ორმაგი ტვირთი დააწვება მხრებზე - ეს ტვირთი, გაორმაგებული პასუხისმგებლობაა საკუთარი ამომრჩევლის და თუნდაც იმ უმეცარი უმცირესობის წინაშე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 ოქტომბერი 2025, 17:01

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამაჯერებელ გამარჯვებას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ დასრულდა ქვების მიმოფანტვის დრო, ახლა მათი შეკრების ჟამია.

მისი თქმით, მმართველი გუნდის გამარჯვება „17 მაისის“ ფორმულაა, რომელსაც წლებია უპირისპირებენ „ვირტუალურ „ქართველ ხალხს“.

„მილიონ 105 ათასი ხმა ადგილობრივ არჩევნებზე - ეს არის მყარი მოცემულობა, რომელსაც ვერავინ ვეღარ გაექცევა. ეს არის ზუსტად იმ „17 მაისის“ ფორმულა, რომელსაც წლებია უპირისპირებენ რაღაც პარალელურ სამყაროში შექმნილ გაუგებარ ვირტუალურ „ქართველ ხალხს“. არის თუ არა ჩვენი საზოგადოება პოლარიზებული? უეჭველად! მაგრამ, არა ისე, როგორიც ეს ამერიკასა, თუ ბრიტანეთში და უამრავ სხვა გეოლოკაციაზეა დღეს მსოფლიოში. და ამის მთავარი ფაქტორი - „17 მაისის“ ფენომენია, რომელიც ერთ მოცემულობად აერთიანებს: ისტორიულ წარსულს, ქართულ მენტალობას, მართლმადიდებლობას, ეროვნულ ტრადიციებს და ოჯახურ ფასეულობებს. ანუ, ყველაფერ იმას, რაზეც ნებაყოფლობით თქვა უარი ქვეყნის უმცირესობამ და მიამიტურად ცდილობს, ამ ყველაფრის გარეშე არა თუ გადარჩენას, გამარჯვებაზეც კი ოცნებობს. გასუსულია დღეს მათი მხარდამჭერი საერთაშორისო ლეგიონიც - ჯერ შარშანდელი მილიონ 120 ათასი ვერ მოუნელებიათ და აგერ ახალი „ინსულტი“. ხელისუფლებას კი დღეიდან ორმაგი ტვირთი დააწვება მხრებზე - შარშანდელიც და წლევანდელიც. და ეს ტვირთი, გაორმაგებული პასუხისმგებლობაა საკუთარი ამომრჩევლის და თუნდაც იმ უმეცარი უმცირესობის წინაშე. ყოველდღიური ომი მოუწევთ საკუთარ ნაკლოვანებებთან ბრძოლაში, რათა მოსახლეობის ეს ნდობა არ გაანიავონ. დასრულდა ქვების მიმოფანტვის დრო, მათი შეკრების ჟამი დგება. საზოგადოებამ გაბედული ნაბიჯის გადადგმას მისცა ხმა და წარმატებები მინდა ვუსურვო სახელისუფლებო გუნდს, რომელსაც ასე ერთგულად ვუდგავართ გვერდში“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
არქივი