როგორ შეიძლება ემაარ ჯგუფის 6.5 მილიარდიანი ინვესტიცია სწორ გადაწყვეტილებად არ მიგაჩნდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 ნოემბერი 2025, 18:22

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ემაარ ჯგუფის 6.5 მილიარდიან ინვესტიციას და ამ თემაზე აგორებულ ცრუ ნარატივს მედიასთან ეხმიანება. მისი თქმით, საჭიროა კონკრეტულმა უწყებებმა საზოგადოების ინფორმირებულობა უზრუნველყონ და მიაწოდონ მეტი ინფორმაცია ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებით.

„გეთანხმებით, რომ ემაარ ჯგუფის ინვესტიციებთან დაკავშირებით საჭიროა საკითხის პოპულარიზაცია და საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციაა მისაწოდებელი. იმედი მაქვს, რომ შესაბამისი უწყებები, რომელთაც მეტი და უფრო დეტალური ინფორმაცია აქვთ, უზრუნველყოფენ საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებას. ეს [ინვესტიცია] არის დადებითი ფაქტი. ბუნებრივია, ამხელა ინვესტიცია - 6.5 მლრდ დოლარი არ არის მცირე თანხა, მით უმეტეს ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ჩავთვალოთ, რომ 2-3 წლის განმავლობაში ეს იქნება ძალიან პოზიტიური ნაბიჯი ქართულ ეკონომიკაში. როგორც ვიცით, არსებობს ვალდებულება, რომ თუ ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, რაიმე იქნება შესაძენი (და რა თქმა უნდა, იქნება), საჭიროებების შესყიდვა უნდა მოხდეს ქართულ ბაზარზე, რაც ნიშნავს, რომ ქართული ეკონომიკა ერთი ორად ამუშავდება და ესეც ძალიან პოზიტიური მოვლენაა. როგორი განსხვავებული პოლიტიკური პოზიციაც არ უნდა გქონდეს ადამიანს, როგორ შეიძლება ასეთი საკითხი სწორ გადაწყვეტილებად არ მიგაჩნდეს. რადიკალები ცდილობენ ქართულ საზოგადოებას სულ სხვა მიმართულება მისცენ და ამ სხვა მიმართულებისკენ წაიყვანონ. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, მეტი დეტალიზაცია იქნება საჭირო ამ საკითხებთან დაკავშირებით ეკონომიკური თუ ინფრასტრუქტურული კუთხით და დარწმუნებული ვარ, ამას გააკეთებენ შესაბამისი უწყებები. საზოგადოებას ეცოდინება რა შედეგები მოჰყვება ამ პოზიტიურ ინვესტიციას საქართველოს ეკონომიკაში“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი