როგორც არ უნდა მოგვწონდეს ტრამპის დამოკიდებულება, ის ცალსახად მოუწოდებს ევროპას და მიუთითებს, რომ იმყოფება ცივილიზაციურ კრიზისში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 08 დეკემბერი 2025, 20:45

ევროკავშირს მოუწევს აირჩიოს საითკენ ვითარდება - ერთი, მას აქვს გამოფხიზლებისა და რებრენდინგის მოწყობის საშუალება და მეორე, ის ასეთი ფორმაციით ვეღარ გაარძელებს არსებობას, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, როდესაც კომენტარი გააკეთა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო კოშტას მიერ აშშ-ის სტრატეგიის შეფასებაზე. აშშ-ის პოზიციას გადახედოს ევროკავშირთან ვაშინგტონის შემდგომ თანამშრომლობას, კოშტა ევროპის საქმეებში ჩარევად აფასებს.

ზურაბ ქადაგიძის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განსაზღვრა, რომ არ აპირებს ურთიერთობას ევრობიუროკრატიასთან და ეძებს პარტნიორებს ევროპულ ქვეყნებში.

„პირველ რიგში უნდა დავინახოთ ის სურათი, თუ რა შესთავაზა ტრამპმა მსოფლიოს. ეს შეიძლება იქცეს ტრამპის დოქტრინად, რაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ცვლის აშშ-ის ბოლო 10 წლის საგარეო ორიენტირებს და მკაფიოდ განსაზღვრებას აძლევს არა მარტო ევროკავშირს, არამედ მსოფლიოს. კერძოდ, შტატები იწყებს საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე საგარეო კურსის აწყობას და განმარტავს, თუ რას მიიჩნევს ეროვნულ ინტერესად, რატომ აკეთებს ამას და რა არის ხელშემშლელი ფაქტორი. სამწუხაროდ, როგორც არ უნდა მოგვწონდეს ტრამპის დამოკიდებულება, ის ცალსახად მოუწოდებს ევროპას და მიუთითებს, რომ ის ცივილიზაციურ კრიზისში იმყოფება. ერთ-ერთ პუნქტად მან აღნიშნა, რომ ევროპაში არის უკონტროლო მიგრაცია, რომ ევროპა განიცდის დემოგრაფიულ და პოლიტიკურ პრობლემებს და რომ ის არ აპირებს ბრიუსელის ბიუროკრატიასთან ასეთ პარტნიორობას. შესაბამისად, ის ეძებს პარტნიორებს ევროპულ ქვეყნებში.

აქ დაინახა ანტონიო კოშტამ ჩარევა ევროპულ სუვერენიტეტში, რომელიც ჩემი აზრით, მეათეხარისხოვან პლანზეა გადასული. იდეაში ევროკავშირი დღეს წარმოადგენს ბიუროკრატების ჩრდილოვან ფილიალს თავისი კრიზისებით. აქ ტრამპმა ცალსახად განსაზღვრა, რომ ის არ იქნება ბრიუსელის ამ ფორმაციის მხარდამჭერი და ევროკავშირს მოუწევს აირჩიოს როგორ ვითარდება - ერთი, მას აქვს გამოფხიზლებისა და რებრენდინგის მოწყობის საშუალება, რათა გადაერთოს საკუთარი უსაფრთხოების, მათ შორის ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების ახალ ორიენტირებზე და მეორე, ასეთი ფორმაციით ვეღარ გაარძელებს არსებობას. შესაბამისად, შეიძლება ვიხილოთ ევროკავშირი დაშლილ მდგომარეობაში“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი