ტრამპი კვლავინდებურად წინააღმდეგია ძვირადღირებული ომების; მაგრამ არ არის წინააღმდეგი ზეწოლის, თუ ის სწრაფი, ეფექტიანი და აშშ-სთვის მომგებიანი იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 03 იანვარი 2026, 18:30
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი აშშ-ს მხრიდან ვენესუელაზე სამხედრო თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ის წერს, რომ ტრამპი აკრიტიკებს „ფერად რევოლუციებსა“ და სოროსს, მაგრამ, სხვა სახელმწიფოში ინტერვენციისათვის უკვე ახალ „ლოზუნგებს“ იყენებს: 

„ახლა ეს მცდელობა წარიმართება არა „დემოკრატიის“, თუ „ადამიანის უფლებების დაცვის“ - არამედ პრაგმატიზმის, ნავთობის, სანქციებისა და გარიგებების ლოზუნგებით“ - წერს ანალიტიკოსი. 

დავით ქართველიშვილი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ტრამპი ვაჭრობს ზეწოლებით და ვენესუელა სათადარიგო ვარიანტია, უკრაინის სავარაუდო ფიასკოს გადასაფარად. 

„დონალდ ტრამპი წლების განმავლობაში იმეორებს "მანტრას", რომელიც ამომრჩევლისთვის მისაღებია და ოპონენტისთვის - სახიფათო: "აშშ არ უნდა ერეოდეს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში". დეკლარირებულად, ის მწვავედ აკრიტიკებს „ფერად რევოლუციებს“, "აგინებს" სოროსს და მის დესტრუქციულ ფონდს, ლანძღავს ლიბერალურ ინტერვენციონიზმს და საკუთარ თავს წარმოგვიდგენს, როგორც ხალხთა შემრიგებელსა და მშვიდობისმყოფელს.

მაგრამ რა ვუყოთ აწ განსვენებული კისინჯერის "ანდერძს": სახიფათოა, იყო ამერიკის მტერი, მაგრამ დამღუპველია, გერქვას მისი მეგობარი. თუ კი ლოზუნგებს გვერდზე გადავდებთ, ვენესუელა ტრამპის დეკლარირებულ პოლიტიკაში დიდი ხანია ლაკმუსის ქაღალდად იქცა. სწორედ აქ მთავრდება სიტყვები და იწყება რეალური პოლიტიკა. 2019 წელს სწორედ ტრამპის „არ ჩავერევი“ განცხადებას, მოჰყვა ორხელისუფლებიანობა ვენესუელაში. 

2019 წელს სწორედ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გადადგა ნაბიჯი, რომელსაც ძნელია სხვა რამ ვუწოდოთ, გარდა სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში და აგრესიული ჩარევისა. 

აშშ-მ მაშინ ვენესუელის „დროებით პრეზიდენტად“ აღიარა ხუან გუაიდო. და ამას არა ტანკებით, არამედ უფრო დახვეწილი ნაბიჯებით მიაღწია: მან ქვეყანაში გარედან შექმნა ლეგიტიმაციის ალტერნატიული ცენტრი და ორხელისუფლება გააფორმა, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი არმიაზე, ელიტებზე, ბიზნესზე. ფორმალური სამხედრო შეჭრის გარეშე, ეს იყო არსებული სისტემის გატეხვის ფორმალური მცდელობა, რომელიც მაშინ წარუმატებელი აღმოჩნდა.

დღეს კი ეს სცენარი მეორდება, მაგრამ უკვე წინა მცდელობის დროს დაშვებული შეცდომების გათვალისწინებით. ახლა ეს მცდელობა წარიმართება არა „დემოკრატიის“, თუ „ადამიანის უფლებების დაცვის“, არამედ პრაგმატიზმის, ნავთობის, სანქციებისა და გარიგებების ლოზუნგებით. დონალდ ტრამპის აშშ კვლავ რჩება ვენესუელის შიდა პოლიტიკის მთავარ გარე გამაღიზიანებლად: სანქციური დახრჩობა, ტარიფები, ლიცენზიები, ძალის გამოყენების მინიშნებები, ინციდენტები,  რომლებიც ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ მათი კონტექსტი ყველას კარგად ესმის.

ეს ყველაფერი საღდება შემდეგი შეფუთვით: ჩვენ არ ვომობთ, ეს არის მშვიდობისკენ იძულება (რატომღაც 2008 წლის მედვედევი გამახსენდა და მადლობა ღმერთს, რომ საქართველოს ნავთობი არ გააჩნია). ტრამპისეულ განმარტებაში, ვენესუელური მშვიდობა ჟღერს როგორც ულტიმატუმი. ტრამპს შემოაქვს ახალი, სახეშეცვლილი ტექნოლოგია. ის კვლავინდებურად წინააღმდეგია ძვირადღირებული ომების; წინააღმდეგია დემოკრატიის იდეოლოგიური ექსპორტის, მაგრამ არ არის წინააღმდეგი ზეწოლის, თუ ის სწრაფი, ეფექტიანი და აშშ-სთვის მომგებიანი იქნება.

ვენესუელა ამ ტექნოლოგიის აპრობირებისთვის იდეალური პლატფორმაა: აქვეა ნავთობი; გეოგრაფიაც ხელს უწყობს; სუსტი ეკონომიკა; „ცუდი რეჟიმის“ შექმნილი ხატი. აქ სავსებით შესაძლებელია პარალელურად ძალის დემონსტრირება და მშვიდობაზე საუბარი. ასე რომ, ისევ და ისევ მოვიხსნათ ვარდისფერი სათვალე: ტრამპი არც მშვიდობისმყოფელია და არც ომების გამჩაღებელი, ის არის MAGA-ს (გადააქციე ამერიკა კვლავ დიადად) ფორმატში ზეწოლებით ვაჭარი.

მას უახლოვდება აშშ-ს შექმნიდან 250-წლიანი საიუბილეო თარიღი. უკრაინის კონფლიქტის გადაწყვეტის ბუნდოვანი პერსპექტივების ფონზე, ტრამპს სჭირდება სათადარიგო ვარიანტი, უკრაინის სავარაუდო ფიასკოს გადასაფარად. ვენესუელა ამისთვის იდეალური კანდიდატია, სადაც გათამაშებული იქნება ტრამპის "მშვიდობის" მორიგი პარტია, როცა მოწინააღმდეგე თანხმდება გარიგებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ მას სხვა არჩევანი აღარ დაუტოვეს. ვენესუელამ ეს ყველაზე კარგად იცის. ტრამპისეული მშვიდობაა ზუსტად, როდესაც იშვიათად ისვრიან, მაგრამ სუნთქვა სულ უფრო და უფრო გიძნელდება...“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი