პრემიერის ინიციატივა დებატების სივრცის გახსნაზე მისასალმებელია, მითუმეტეს დღეს არსებულ მწვავე სოციალურ პოლიტიკური კონფრონტაციის ფონზე, რომ პაექრობამ ცივილიზებული ფორმა და შინაარსი მიიღოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
221 22 იანვარი 2026, 16:39

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში, პრემიერის ინიციატივას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მისი ინიციატივა „დებატების სივრცის გახსნაზე მისასალმებელია, მითუმეტეს დღეს არსებულ მწვავე სოციალურ პოლიტიკური კონფრონტაციის ფონზე, რომ პაექრობამ ცივილიზებული ფორმა და შინაარსი მიიღოს, როგორც განვითარებულ დემოკრატიებში.“

ანჯაფარიძის თქმით, იმისათვის რომ ჯანსაღი დებატები დაბრუნდეს პოლიტიკურ ცხოვრებაში ისინი უნდა წარმოებდეს ჯანსაღ და ცივილურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ოპონენტებთან და არა უცხო ქვეყნების აქაურ აგენტურასთან.

„პრემიერის ინიციატივა დებატების სივრცის გახსნაზე მისასალმებელია, მითუმეტეს დღეს არსებულ მწვავე სოციალურ პოლიტიკური კონფრონტაციის ფონზე, რომ პაექრობამ ცივილიზებული ფორმა და შინაარსი მიიღოს, როგორც განვითარებულ დემოკრატიებში. დარწმუნებული ვარ, რადიკალური ოპოზიცია ამ შეთავაზებას უკუაგდებს.

ამიტომ ჩემი სუბიექტური თვალსაზრისით, იმისათვის რომ ჯანსაღი (!!) დებატები დაბრუნდეს პოლიტიკურ ცხოვრებაში ისინი უნდა წარმოებდეს ჯანსაღ და ცივილურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ოპონენტებთან და არა უცხო ქვეყნების აქაურ აგენტურასთან. არც იმათთან, ვინც 2003-2012 წწ დანაშაულებს სჩადიოდნენ და ვინც ამის იდეოლოგები იყვნენ.

შეიძლება ვინმე არ დამეთანხმოს, მაგრამ ჩემი ხედვა ასეთია“, - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი