ჩიხელიძე: პრეტენზია, რატომ იდგა პრემიერი ივანიშვილისა და ალიევის გვერდით, ან რატომ გადაადგილდებოდა მათ უკან, ლოგიკურ საფუძველს მოკლებულია და სრულად ჯდება ეთიკურ სტანდარტში, მაგრამ ოპოზიციას ეთიკას და მაღალ ღირებულებებს ვერ მოვთხოვთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 აპრილი 2026, 15:42

პრემიერ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ აგორებული კამპანია, უნიჭო პროპაგანდის კლასიკური მაგალითია, ეს არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ეპიზოდის გამოყენება პოლიტიკური დისკრედიტაციისთვის, - ასე აფასებს ექსპერტი დავით ჩიხელიძე ოპოზიციის კრიტიკას იმის თაობაზე, თუ რატომ იდგა პრემიერი ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილისა და ილჰამ ალიევის უკან, მათი შეხვედრის დროს.

ჩიხელიძე ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ ფოტო და ვიდეოკადრები, რომლებსაც ოპონენტები ავრცელებენ, ასახავს სწორედ იმ მომენტს, როდესაც მასპინძელი ბიძინა ივანიშვილი იყო და შესაბამისად, ბუნებრივია, ყურადღების ცენტრში ის იმყოფებოდა.

მისივე თქმით, ეს პრეტენზია საფუძველს მოკლებულია და სრულად ჯდება ეთიკურ სტანდარტში.

„პრემიერ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ აგორებული კამპანია, უნიჭო პროპაგანდის კლასიკური მაგალითია, ეს არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ეპიზოდის გამოყენება პოლიტიკური დისკრედიტაციისთვის.

ფაქტობრივი სურათი ასეთია: აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა როგორც საქართველოს პრეზიდენტთან, ისე პრემიერ-მინისტრთან და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან. თითოეულ შეხვედრას ჰყავდა თავისი მასპინძელი, რაც განსაზღვრავდა იმ კონკრეტულ მომენტში ცენტრალურ ფიგურასაც.

ფოტო და ვიდეოკადრები, რომლებსაც ოპონენტები ავრცელებენ, ასახავს სწორედ იმ მომენტს, როდესაც მასპინძელი ბიძინა ივანიშვილი იყო. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ყურადღების ცენტრში ის იმყოფებოდა.

დიპლომატიურ და ზოგადად კომუნიკაციის ეტიკეტში ელემენტარული ნორმაა, რომ როდესაც ორი ადამიანი უშუალოდ საუბრობს, მესამე პირი არ ერევა და საუბარში უხეშად არ იჭრება. სწორედ ამ სტანდარტის დაცვაა ასახული აღნიშნულ კადრებში და არა რაიმე „პროტოკოლური დარღვევა“.

პრეტენზია რატომ იდგა პრემიერი მათ გვერდით ან რატომ გადაადგილდებოდა მათ უკან ლოგიკურ საფუძველს მოკლებულია და სრულად ჯდება ეთიკურ სტანდარტში. მაგრამ ოპოზიციას ეთიკას და მაღალ ღირებულებებს ვერ მოვთხოვთ!“, - წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი