ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 02 ივნისი 2026, 19:06

ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდათ, დროს აკარგვინებენ, რადგან უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას, - წერს "გირჩის" წევრი, ლევან ჯგერენაია, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ოპოზიციის ალიანსს არც იდეა აქვს და საზოგადოებას ატყუებს, ხელისუფლებას კი ტყუილებით ვერ დაამარცხებენ.

"1 კვირა გავიდა 26 მაისის აქციიდან, ხომ გახსოვთ, რომ ამბობდნენ “ახალ ფაზაში” შევდივართო, რა ისმის ახალი ფაზის შესახებ, გაქვთ ვინმეს ინფორმაცია?

ან წინა ფაზები თუ გაიაზრეს რამდენად წარმატებული იყო? რა შედეგები დადო და ახალი ფაზა რითი უნდა იყოს განსხვავებული?

ტყუილია, იდეა გვაქვსო რომ ამბობენ. “იდეა გვაქვს” თქმა არ არის საკმარისი და არ ნიშნავს მის ქონას, არამედ თუ რაში გამოიხატება იდეა, რას ცვლიან, ეგ უნდა უთხრან ხალხს, მაგრამ ამას ვერ ათქმევინებ, რადგან იდეა არ არსებობს.

იდეა რომ ჰქონდეთ და მერე ერთმანეთში იყვნენ ამაზე შეთანხმებული, ყველგან ამაზე უნდა საუბრობდნენ, რომ დამაჯერებლობა ჰქონდეთ და შთაბეჭდილება დარჩეს ხალხს, ამათ მართლა რაღაც განსხვავებულის გაკეთება ნდომებიათო.

ალიანსის 9 პარტიიდან, 5 პარტიიის პოლიტიკოსმა 2020 წელსაც მოაწერა შეთანხმებას ხელი გირჩთან ერთად, თუ რა როგორ უნდა შეცვლილიყო, მაგრამ ყველამ დაიკიდა და არავის ახსოვს. თან, რასაც მაშინ მოაწერეს ხელი გირჩთან, იმაზე არც აუხსნიათ თუ რა აღარ მოსწონთ და რატომ გადავიდნენ სხვა “იდეებზე”.

იგივე ხალხი რომ ამბობს, ჩვენ იდეა გვაქვს და თან, შევასრულებთო მას, რამდენად დამაჯერებლად ჟღერს? თუ არ ჟღერს დამაჯერებლად, ტყუილებით როგორ შეიძლება დაამარცხო ხელისუფლება?" - წერს ჯგერენაია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი