ზურაბ ქადაგიძე რომან გოცირიძეს: ის ჯობია მოყვე, შენმა მზეთუნახავმა მიშა სააკაშვილმა, როგორ გადაგახია თავზე ნიკო ნიკოლაძის ახალი ბანკნოტები და მიწაზე კეფით გაფორთხიალა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 08 მარტი 2025, 17:47
„რომან „კუპონა“, უკვე მერამდენედ სცდები ფაქტების ჯანსაღი განსჯის უნარს და ფსკერის ფსკერს ხვრიტავ...“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, რითაც ეხმიანება პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებას „ინფორმაცია საგანგაშოა - სებ-მა უნდა განმარტოს რატომ იკლო სავალუტო რეზერვებმა 202 მლნ-ით თებერვალში“. 

„რომან „კუპონა“, უკვე მერამდენედ სცდები ფაქტების ჯანსაღი განსჯის უნარს და ფსკერის ფსკერს ხვრიტავ... უსტარების წერა გირჩევნია და ვირეშმაკობით ცდილობ შეცდომაში შეიყვანო ის მცირედი ბაბლი, ვინც ჯერ კიდევ შეგრჩენია და შენს პოსტებს კითხულობს. 

თავადვე წერ, რომ უცხოური ვალუტის რეზერვების კლებას ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებსო: საგარეო ვალის მომსახურება და უცხოური ვალუტის გაყიდვა სავალუტო ბაზარზე ლარის კურსის გაუფასურების თავიდან ასაცილებლადო. 

მიუხედავად შენი და შენნაირების დესტრუქციული ქმედებებისა რომ ჩამოშალოთ ყველაფერი, ნდობა შეუმციროთ მოსახლეობას მთლიანად ეკონომიკისა და კონკრეტულად ეროვნული ბანკის მიმართ, ფაქტია რომ ლარი სტაბილურია, ფუნდამენტური ფაქტორები გადასარევია, იანვარში კვლავ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, ინფლაციაც სამიზნე მაჩვენებელზე კვლავ დაბალია, იზრდება ტურიზმიდან შემოსავლები, გზავნილები ისევ ადგილზეა...

ეს არის ფაქტები, რასაც ვერ გაექცევით. თვალებს იბრმავებ და ყურებს იხშობ, არ იმჩნევ იმდენად დაგაბრმავა პოლიტიკურმა დღის წესრიგმა. რეალობას 180 გრადუსით ხარ აცდენილი...

დიახ, ნამდვილად, ეროვნულ ბანკს ცალკეულ შემთხვევებში უწევს ჩარევა სავალუტო ბაზარზე, ისევ და ისევ თქვენი დესტრუქციული ქმედებების არასწორი მოლოდინების გასანეიტრალებლად, მაგრამ საბედნიეროდ, ახლა ასეთი საჭიროება არ ყოფილა. ხალხმა კარგად დაინახა რაც ხართ და ვის ემსახურებით. მიუხედავად ათასი მცდელობებისა, ჩამოგეშალათ ეკონომიკა და მოსახლეობისთვის საშინელი აპოკალიფსი დაგეხატათ, არაფერი გამოგივიდათ.
 
როგორც შენი ბელადი იტყოდა, ნურას უკაცრავად, ვერ მოგართვით. არასწორი მოლოდინების გამო სავალუტო ბაზარზე რყევები არ დაფიქსირებულა, შესაბამისად რატომ უნდა ჩარეულიყო სებ-ი?!   

პასუხი მარტივია, ძალიან მარტივი - უბრალოდ ამ ეტაპზე არ ყოფილა ერთჯერადი ჩარევების საჭიროება.

თუ შევთანხმდებით, რომ არ ყოფილა ჩარევა, სხვა თანაბარ პირობებში არსებული გარემოებების გამო, შენივე თქმით დარჩა ვალის მომსახურება და დიდი ალბათობით, სწორედ ვალის მომსახურების გამო არის შემცირებული ჩვენი რეზერვები. 

იმედია ვალის მომსახურებაზეც არ იტყვი განმარტებებია საჭირო ეროვნული ბანკისგანო.  ეს საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა და მეტიც, აბა რაში ჭირდება ქვეყანას რეზერვები თუ საჭიროების მიხედვით არ გამოიყენა?! 

წესით, ისიც უნდა მოგეხსენებოდეს, რომ რეზერვების დინამიკა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ინტერვენციებზე, საგარეო ვალის დაფარვასთან ერთად კიდევ არაერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი. 

რატომ დაეტაკები ხოლმე პირდაპირ ეროვნულ ბანკს, რა ვერ მოინელე?!

25 მარტს როდესაც ცნობილი გახდება, გაყიდა თუ არა ეროვნულმა ბანკმა ე. წ. ბიმაჩ პლატფორმით დოლარები, მერე რას იტყვი? ამ მოცემულობის პირობებში, მე პირადად დარწმუნებული ვარ რომ არ გაუყიდია, რადგან საჭიროება არ არსებობდა, ლარი ისედაც სტაბილური იყო. მეტიც, მაქვს განცდა, რომ ყიდის კი არა ყიდულობს სებ-ი დოლარს და ავსებს რეზერვებს. 25-ში  ტრადიციულად, სირაქლემას პოზას მიიღებ და ძუძუს გოჭივით გაიტრუნები ან პოსტებს წაშლი ვირეშმაკულად, რაიმე შეთქმულების თეორიებს შეთხზავ თუ ბაბლს სხვანაირად მოფხან ეგოს?  

ატყუეთ ბიძია ასე ერთმანეთი და კი ხედავს საზოგადოება, ვინ რჩება ბოლოში მოტყუებული. როგორც ასეთ დროს იტყვიან ხოლმე, ძაღლი ყეფს, ქარავანი კი მიდის.     

P.S. აუ, რომან, ის  ჯობია მოყვე, შენმა მზეთუნახავმა მიშა სააკაშვილმა(ასე თავის თავს გუშინ უწოდა) როგორ გადაგახია თავზე ნიკო ნიკოლაძის ახალი ბანკნოტები და მიწაზე კეფით გაფორთხიალა,“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი