ალასკის გუბერნატორი: ალასკა ტრამპისა და პუტინის ისტორიული შეხვედრის მასპინძლობისთვის მზად არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 09 აგვისტო 2025, 15:37
ალასკის შტატის გუბერნატორმა, მაიკ დანლივიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მისი შტატი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ისტორიული შეხვედრის მასპინძლობისთვის მზად არის.

შტატის გუბერნატორი აცხადებს, რომ მოლაპარაკების ადგილად ალასკის შერჩევა შემთხვევით არ მომხდარა. მისი თქმით შტატს ორმაგი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს - როგორც ისტორიული, ისე გეოგრაფიული.

„ალასკა მსოფლიოში ყველაზე სტრატეგიული ადგილია. რუსეთი ალასკისგან მხოლოდ ორი მილის დაშორებით მდებარეობს და არცერთი სხვა ადგილი არ თამაშობს უფრო მნიშვნელოვან როლს ჩვენს ეროვნულ თავდაცვაში, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და არქტიკულ ლიდერობაში. ალასკა მზადაა უმასპინძლოს ამ ისტორიულ შეხვედრას“, - დაწერა დანლივიმ.

ცნობისთვის, ტრამპისა და პუტინის სამიტი ალასკაზე 15 აგვისტოს გაიმართება.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი – გია ბარამიძის ინტერვიუ სამარცხვინოა, აფხაზეთის ომში მხოლოდ სამჯერ არის ნამყოფი, ათ დღეს არ სცდებოდა, სამხედრო საქმის მინიმალური ცოდნა რომ გააჩნდეს, ასეთ ბრიყვულ სიტყვებს არასდროს იტყოდა
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი