მიხეილ ყაველაშვილის მიმართვა დროული და სახელმწიფოებრივად გამართლებული ინიციატივაა, რომელიც ასახავს საქართველოს გეოპოლიტიკურ ხედვას - გზავნილი ტრამპის ადმინისტრაციისადმი, საქართველოს ეროვნული ინტერესების მკაფიო დეკლარაციაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 01 სექტემბერი 2025, 12:12

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი, რომელიც მიმართულია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალო დიპლომატიური ჟესტი. ეს არის პრინციპული განაცხადი, რომ თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან, ახალი რეალობის გათვალისწინებით უნდა დაიწყოს, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძის განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილის გზავნილი აშშ-ის პრეზიდენტისადმი საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების მკაფიო დეკლარაციაა.

„საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი, რომელიც მიმართულია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალო დიპლომატიური ჟესტი. ეს არის პრინციპული განაცხადი, რომ თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან, ახალი რეალობის გათვალისწინებით უნდა დაიწყოს.

წერილში ჩანს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომლითაც საქართველოს უმაღლესი ხელისუფლება ცდილობს ხელი შეუწყოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას. საუბარია არა წარსულის გადაფარვაზე, არამედ იმაზე, რომ „სუფთა ფურცლიდან“ ურთიერთობა აგებული იქნას კონკრეტულ გეგმასა და შედეგებზე ორიენტირებულ გზამკვლევზე.

გეოპოლიტიკური რეალობა დღეს საქართველოსთვის განსაკუთრებით სენსიტიურია. ქვეყნის 20% ოკუპირებულია, რუსეთის მხრიდან სამხედრო და ჰიბრიდული ზეწოლა არ ნელდება, შავი ზღვის რეგიონი კი გადაიქცა ძალთა ბალანსის მთავარი არენად. ასეთ ვითარებაში კი შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატების როლი საქართველოს უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და განვითარების კუთხით გადამწყვეტია.

პრეზიდენტის გზავნილი ტრამპის ადმინისტრაციისადმი, საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების მკაფიო დეკლარაციაა. საქართველო აცხადებს, რომ მზად არის ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დამწვარი ხიდების აღდგენის პროცესში აქტიურად ჩაერთოს რათა აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვით, წერტილი დაუსვას, ორი სტრატეგიული პარტნიორის ურთიერთობაში არსებულ ბუნდოვანებას.

მიხეილ ყაველაშვილის მიმართვა უნდა შეფასდეს, როგორც დროული და სახელმწიფოებრივად გამართლებული ინიციატივა, რომელიც ასახავს საქართველოს გეოპოლიტიკურ ხედვას. ეს არ არის უბრალო პროტოკოლური ნაბიჯი - ეს არის მცდელობა, რომ ქვეყანამ სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკასთან ურთიერთობას ახალი სიცოცხლე შესძინოს და დასავლურ გზაზე პოზიციები კიდევ უფრო გაიმყაროს“, - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი