დავით ქართველიშვილი: მაკრონის ინიციატივა უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე ჩემთვის სხვა არაფერია, თუ არა შიდაევროპული კონკურენცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 12 თებერვალი 2026, 18:09

პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივა უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე, სადაც მთავარი არქიტექტორის როლი საკუთარ თავზე უნდა მოირგოს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის კუთხით, ჩემთვის სხვა არაფერია, თუ არა შიდაევროპული კონკურენცია, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ დავით ქართველიშვილმა.

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი აღნიშნავს, რომ ამ კონკურენციის მთავარი თემაა ვინ დაასწრებს სხვებს კრემლში ჩასვლას ან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს. ის აღნიშნავს, რომ მაკრონს პრეზიდენტის თანამდებობაზე სულ რამდენიმე თვე დარჩა და, „როგორც ჩანს“, მასაც უნდა პატარა ნობელის პრემიას გამოჰკრას ხელი და ამ სამშვიდობო ინიციატივებში ესტაფეტის ჯოხი დაიკავოს ხელში და ყველას დაასწროს“. ქართველიშვილი ამ მხრივ საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტის არსებობას უსვამს ხაზს.

„ჩვენ შეიძლება მართლა სიმწრის ცრემლები გამოგვივიდეს, იმიტომ რომ ყველა ეს ინიციატივა უკავშირდება უკრაინის ტერიტორიული საკითხების დალაგებას, მაშინ როდესაც საქართველოს იგივე პრობლემა აქვს 2008 წლიდან რუსეთთან, მაგრამ აბსოლუტურად ყველა - ცალ-ცალკე და ერთად - საქართველოს უკრძალავდა გაფიქრებასაც კი, საკუთარი ტერიტორიული პრობლემები დაელაგებინა იმავე მოსკოვთან, იმავე კრემლთან. მაგრამ ორმაგი სტანდარტი აქაც მოქმედებს, საქართველო აქაც არის დაბალ ღობედ მიჩნეული და საქართველოსთან იუპიტერის და ხარის პოლიტიკა ამ საკითხშიც ვრცელდება. ამიტომ დავაკვირდეთ, ვინ ვის გაასწრებს, დავაკვირდეთ მაკრონის ინიციატივას და არასოდეს დაგვავიწყდეს ჩვენი საკუთარი ინტერესების პირველ პლანზე დაყენება“, - აცხადებს ქართველიშვილი.

მაკრონი ევროპას უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობას რუსეთთან ერთად სთავაზობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი